ფიბი ტონკინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფიბი ტონკინი
Phoebe Tonkin at PaleyFest 2014.jpg
ფიბი ტონკინი 2014 წელს
დაბ. სახელი ფიბი ჯეინ ელიზაბეთ ტონკინი
დაბ. თარიღი 12 ივლისი, 1989
სიდნეი, ავსტრალია
საქმიანობა მსახიობი
მოდელი
აქტიური 2005–დღემდე

ფიბი ჯეინ ელიზაბეთ ტონკინი[1] (ინგლ. Phoebe Jane Elizabeth Tonkin; დ. 12 ივლისი, 1989,[1][2] სიდნეი, ავსტრალია) — ავსტრალიელი მსახიობი და მოდელი. ცნობილია შესრულებული როლებით ტელესერიალებში „H2O უბრალოდ დაამატე წყალი“, „საიდუმლო წრე“ და „ვამპირის დღიურები“.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

4 წლის ასაკიდან მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა საცეკვაო კურსებზე. 12 წლის ასაკიდან გაიარა სხვადასხვა კურსები ავსტრალიის ახალგაზრდათა და უორფის თეატრებში. გადაღებულია რამდენიმე სარეკლამო რგოლში. ტონკინი აგრეთვე გამოჩნდა მაილს ფიშერის მუსიკალურ ვიდეორგოლში სახელწოდებით „არ დაანებო წასვლა“. 2012 წელს მეგობართან, ტერეზა პალმერთან ერთად შექმნა საიტი ჯანმრთელობაზე.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლის დეკემბრიდან ფიბი ტონკინი მონაწილეობას იღებდა ავსტრალიურ სატელევიზიო სერიალში „H2O უბრალოდ დაამატე წყალი“ კლეო სერტორის როლში. სერიალი მოგვითხრობს სამი თინეიჯერი გოგონას ცხოვრებაზე, რომლებიც ქალთევზებად გადაიქცნენ. ტონკინმა მისი საცურაო შესაძლებლობები სერიალზე მუშაობისას გააუმჯობესა. სერიალის პრემიერა Network Ten-ზე 2006 წლის 7 ივლისს შედგა და ეკრანებთან 250 მილიონი ადამიანი მიიზიდა. სერიალის ბოლო მესამე სეზონი 2010 წლის 16 აპრილს გამოჩნდა. 2008 წელს ტონკინი ნომინირებული იყო Australian Film Institute Awards-ზე ნომინაციაში "Best Lead Actress in a Television Series". ამასთან, ტონკინი გამოჩნდა რამდენიმე ავსტრალიურ სატელევიზიო შოუში: Packed to the Rafters და Home and Away. 2010 წლის სექტემბერში შედგა მისი დებიუტი ავსტრალიურ ფილმში Tomorrow, When the War Began, სადაც იგი მდიდარ ფიონა მაქსველს განასახიერებს. 2011 წლის იანვარს ტონკინი გადავიდა ლოს-ანჯელესში, რათა საერთაშორისო კარიერაზე ზრუნვა დაეწყო. 2011 წლის მარტიდან იგი მონაწილეობას იღებდა The CW-ს სატალევიზიო სერიალში „საიდუმლო წრე“ ფეი ჩემბერლენის როლში. სერიალის პრემიერა გაიმართა 2011 წლის 15 სექტემბერს და 3.5 მილიონი მაყურებელი მიიზიდა. სერიალი ახალგაზრდა ჯადოქრების ჯგუფის გარშემო მიმდინარეობს, რომლებიც საიდუმლოთი არიან გაერთიანებულნი. სერიალი მთელი ერთი სეზონის განმავლობაში მიმდინარეობდა და 2012 წლის 11 მაისს გადაწყდა, რომ სერიალი აღარ გაგრძელდებოდა. 2010 წლის აგვისტოში ტონკინი მონაწილეობას იღებდა საშინელებათა ფილმში „ცუნამი 3D“ 2012 წლის აგვისტოში ფიბი ტონკინი შეუერთდა The CW-ს სატელევიზიო სერიალის, „ვამპირის დღიურების“ ქასთს ჰეილის როლით. სერიალში აგრეთვე მონაწილეობს მისი მეგობარი და ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი სერილიადან „H2O უბრალოდ დაამატე წყალი“-ში კლერ ჰოლტი, რომელიც სერიალში „ვამპირის დღიურები“ რებეკა მაიკლსონის, ორიგინალი ვამპირის როლს ასრულებს. 2013 წლის 11 იანვარს The CW-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ იგეგმებოდა სერიალ „ვამპირის დღიურების“ სპინ-ოფის გადაღება, რომლის სახელიც იქნება „ორიგინალები“. 2013 წლის 13 თებერვალს ტელეკომპანიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სერიალის, „ორიგინალები“ ქასთს შეუერთდება კლერ ჰოლტი, შესაბამისად, ეს იქნება მესამე სატელევიზიო შოუ, რომელშიც კლერ ჰოლტი და ფიბი ტონკინი ერთად მიიღებენ მონაწილეობას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 About the Stars: Phoebe Tonkin as 'Cleo'. ZDF-Enterprises.de. წაკითხვის თარიღი: 18 March 2010.
  2. H2O Cast: Phoebe Tonkin as Cleo. Jonathan-m-shiff.com. წაკითხვის თარიღი: 4 December 2011.