პეზარო
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
პეზარო Pesaro | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
რეგიონი | მარკე | ||||
კოორდინატები | 43°55′00″ ჩ. გ. 12°54′00″ ა. გ. / 43.91667° ჩ. გ. 12.90000° ა. გ. | ||||
ფართობი | 126 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 11 მ | ||||
მოსახლეობა | 92 206 კაცი (2007) | ||||
სიმჭიდროვე | 747,8 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 0721 | ||||
საფოსტო ინდექსი | 61100 | ||||
საავტომობილო კოდი | PU | ||||
ოფიციალური საიტი | comune.pesaro.pu.it | ||||
პეზარო (იტალ. Pesaro) — ქალაქი და კომუნა იტალიაში, მარკეს რეგიონში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, პეზარო და ურბინოს პროვინციის დედაქალაქი. 2007 წლის აღწერის მიხედვით, მისი მოსახლეობა 92 206 ადამიანს შეადგენს.
ადგილობრივი ეკონომიკის მთავარი დასაყრდენია მეთევზეობა, ავეჯის წარმოება და ტურიზმი.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქალაქი ძვ. წ. 184 წელს რომაელებმა დააარსეს როგორც კოლონია პიტენების ტერიტორიაზე და მას პისარუმი უწოდეს. პიტენები ეს იყო ხალხი, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობდა რკინის ხანაში. ნოვილარასთან აღმოჩენილია უფრო გვიანდელი ტომების დასახლებებიც. ძვ. წ. IV საუკუნეში პიტენებს თავს დაესხნენ გალიელი სენონები, უფრო ადრე, ვიდრე ეტრუსკები და როდესაც ამ ტერიტორიას რომაელები მისწვდნენ, აქ მრავალეთნიკური მოსახლეობა ცხოვრობდა. ვინაიდან გალთა უმცირესობა აქ ჯერ კიდევ კიდევ განსხვავებული იყო, რომაელებმა ისინი განდევნეს.
რომალეთა მმართველობის ქვეშ, პეზარო, რომელიც ფლამანიის გზის (Via Flaminia) კვანძს წარმოადგენდა, ვაჭრობისა და ხელოსნობის მნიშვნელოვანი ცენტრი გახდა. დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, პეზარო ოსტგუთებმა დაიკავეს, 539 წელს კი ვიტიგესებმა დაანგრიეს გოთური ომების მიმდიარეობისას. ბიზანტიური დაპყრობიდან ხუთი წლის შემდეგ ქალაქი ნაჩქარევად აღადგინეს და აქციეს ე. წ. პენტაპოლისად, რავენის ეგზარქატის ნაწილად. ლომბარდიული და ფრანკული დაპყრობების შემდეგ, პეზარო პაპის ოლქის შემადგენელი ნაწილი გახდა.
რენესანსის პერიოდში, ქალაქს მართავდა მალატესტების (1285–1445), სფორცების (1445–1512) და დელა-როვერების (1513–1631) ოჯახები. მომდევნო ოჯახის მმართველობისას, რომელმაც პეზარო თავის საგრაფოს დედაქალაქად გამოაცხადა, დადგა მისი აყვავების ხანა — აშენდა მრავალი საზოგადოებრივი და კერძო სასახლე, აღიმართა კედლების ახალი შრეები.
1860 წლის 11 სექტემბერს, ქალაქი პიემონტელთა ძალებმა აიღეს, შემდეგში კი მისი ანექსია იტალიის სამეფომ მოახდინა.
დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Official Site დაარქივებული 2004-09-28 საიტზე Wayback Machine.
- Encyclopedia Britannica 1911