პარიზის მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პარიზის მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
ქალაქი პარიზი
გახსნის თარიღი 1900 წ.
ხაზის სიგრძე 226.9 კმ.
სადგურთა რაოდენობა 308
ხაზთა რაოდენობა 16
მგზავრები დღეში 4.16 მლნ.
მგზავრები წელიწადში 1.520 მლრდ.
ხაზების სქემა

პარიზის მეტროპოლიტენი ან პარიზის მეტრო (ფრანგ. Métro de Paris) — პარიზის მიწისქვეშა ჩქაროსნული ტრანსპორტის სისტემა; საფრანგეთი. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ პარიზის მეტროს წყალობით გახდა სიტყვა მეტრო ესოდენ გამოყენებადი მსოფლიოს სხვადასხვა ენაში, მათ შორის, ქართულშიც. მეტროში ჩასასვლელი აღნიშნულია ასოთი „М“. მეტროქსელი სრულიად პარიზსა და მიმდებარე გარეუბნებს მოიცავს. მეტროსადგურები არცთუ ღრმად არის მიწისქვეშ განლაგებული; გაცილებით მეტ სიღრმეზეა საქალაქო ელექტრომატარებლების - RER - ქსელი, რომელიც ქალაქს რამდენიმეჯერ სერავს А, B, C, D, და E ხაზებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარიზის მეტროპოლიტენი ევროპის კონტინენტზე ერთ-ერთი უძველესია ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის შემდეგ. მეტროს პირველი ხაზები ზუსტად ქუჩების ქვეშ გადიოდა. გეზს რომ ასცდენოდა ლიანდაგების გაყვანა, სახლების სარდაფებში აღმოჩნდებოდა. ზოგიერთ სადგურს მიხვეულ-მოხვეული პლატფორმა აქვს ქუჩების არასაკმარი სიგანის გამო. ამავე მიზეზით, გვერდითი პლატფორმები ზოგიერთ სადგურზე ერთიმეორის პირისპირ არ არის განთავსებული.

პარიზის მეტრო 1900 წლის 19 ივლისს გაიხსნა მსოფლიო გამოფენაზე. პირველ ხაზზე „ვენსენის ციხესიმაგრე — პორტ-მაიო“ ბილეთის ფასი მეორე კლასის მგზავრებისთვის 15 სანტიმი ღირდა ძველი ფრანგული ფრანკებით, ხოლო პირველი კლასის საზოგადოებისთვის 25 სანტიმი. ცენტრში ხაზების უმეტესობა 1920 წლისთვის არის აშენებული. იმდროის სადგურებს შორის ერთობ მოკლე მანძილი იყო, ინტერიერი კი მოდერნის სტილში (ე.წ. არტ ნუვო) იყო გადაწყვეტილი დიზაინერ ეკტორ გიმარის მიერ.

მთელი XX საუკუნის განმავლობაში მეტროპოლიტენი წყვეტილი ინტენსივობით შენდებოდა და გარეუბნებისკენ გრძელდებოდა. 1969 წლიდან კი RER-ის სისტემის მიხედვით. (ფრ. Réseau express régional d'Île-de-France).

დღესდღეობით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარიზის მეტროპოლიტენს 14 დანომრილი „დიდი“ ხაზი და 2 მოკლე ხაზი აქვს (3 და 7) — ყოფილი განშტოებები მე-3 და მე-7 ხაზები. ლიანდაგების სიგრძე 226.9 კილომეტრია. სადგურების რაოდენობაა 308, ამათგან 64 გადასაჯდომია. რამდენადაც გადასაჯდომი სადგურები ერთზე მეტ ხაზზეა განთავსებული, გაჩერებების საერთო რაოდენობა მეტროს ყველა ხაზზე 384-ია. სადგურებს შორის საშუალო მანძილი 562 მეტრია. ხაზების დიდი ნაწილი მიწისქვეშაა, მიწისზედა სადგურები მხოლოდ 21-ია (უმეტესობა ხაზ 6-ზე). მგზავრთა ნაკადი დღიურად 4,5 მლნ ადამიანს აჭარბებს (ევროპის მეტროპოლიტენებს შორის გადატვირთულობით მეორე ადგილზეა მოსკოვის მეტროპოლიტენის შემდეგ და მეხუთე ადგილზე ტოკიოს, მოსკოვის, ნიუ-იორკისა და მეხიკოს მეტროპოლიტენების კვალდაკვალ). მეტროს ნებისმიერ საგდურში ჩასული ნახავს ქალაქის უბნის დაწვრილებით გეგმას, თუ სად მდებარეობს სადგური. პარიზის მეტროს ყოველდღიურად 4,5 მლნ ადამიანი გადაჰყავს. 2015 წლის მონაცემებით, მთელი წლის მანძილძე 1.520 მლრდ მგზავრის გადაყვანა მოხდა.

ტექნიკური მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მატარებელთა მოძრაობის საშუალო სისწრაფე 35 კმ/ს.
  • მატარებელთა სიგრძე 3-დან 6 ვაგონამდეა.
  • 1, 4, 6, 11, 14 ხაზებზე სალტეებიანი მატარებლები მოძრაობს.
  • ლიანდაგების განი - სტანდარტულია -1435 მმ, კვება მესამე რელსიდან ხდება (750 ვ, მუდმივი დენი).
  • ხაზი 14 - ყველაზე თანამედროვეა შემადგენლობის მოძრაობის ავტომატური მართვით.
  • სადგურების დიდი ნაწილი გვერდითა პლატფორმებით არის. კუნძულისმაგვარი პლატფორმის მქონდე სადგურები მეტწილად კროსპლატფორმიან გადასაჯდომ კვანძებზე გვხვდება.

ხაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარიზის მეტროს ხაზები
ხაზის სახელი გაიხსნა უკანასკნელი
გაგრძელება
სადგურების
რაოდენობა
საერთო
სიგრძე
საშუალო
სადგურთშორისი
მგზავრთა გადაყვანა
(ყოველწლიურად)
თავი-ბოლო
1 ხაზი 1 1900 1992 25 16.6 კმ / 10.3 მილი 692 მ 165,921,408 La Défense
Château de Vincennes
2 ხაზი 2 1900 1903 25 12.3 კმ / 7.7 მილი 513 მ 95,945,503 Porte Dauphine
Nation
3 ხაზი 3 1904 1971 25 11.7 კმ / 7.3 მილი 488 მ 91,655,659 Pont de Levallois
Gallieni
3bis ხაზი 3bis 1971 1971 4 1.3 კმ / 0.8 მილი 433 მ Porte des Lilas
Gambetta
4 ხაზი 4 1908 1910 26 10.6 კმ / 6.6 მილი 424 მ 155,348,608 Porte de Clignancourt
Porte d'Orléans
5 ხაზი 5 1906 1985 22 14.6 კმ / 9.1 მილი 695 მ 92,778,870 Bobigny
Place d'Italie
6 ხაზი 6 1909 1942 28 13.6 კმ / 8.5 მილი 504 მ 104,102,370 Charles de Gaulle - Étoile
Nation
7 ხაზი 7 1910 1987 38 22.4 კმ / 13.9 მილი 605 მ 121,341,833 La Courneuve
Villejuif
Mairie d'Ivry
7bis ხაზი 7bis 1967 1967 8 3.1 კმ / 1.9 მილი 443 მ Louis Blanc
Pré Saint-Gervais
8 ხაზი 8 1913 1974 37 22.1 კმ / 13.8 მილი 614 მ 92,041,135 Balard
Créteil
9 ხაზი 9 1922 1937 37 19.6 კმ / 12.2 მილი 544 მ 119,885,878 Pont de Sèvres
Mairie de Montreuil
10 ხაზი 10 1923 1981 23 11.7 კმ / 7.3 მილი 532 მ 40,411,341 Boulogne
Gare d'Austerlitz
11 ხაზი 11 1935 1937 13 6.3 კმ / 3.9 მილი 525 მ 46,854,797 Châtelet
Mairie des Lilas
12 ხაზი 12 1910[1] 1934 28 13.9 კმ / 8.6 მილი 515 მ 81,409,421 Porte de la Chapelle
Mairie d'Issy
13 ხაზი 13 1911[1] 2008 32 24.3 კმ / 15.0 მილი 776 მ 114,821,166 Châtillon - Montrouge
Saint-Denis
Les Courtilles
14 ხაზი 14 1998 2007 9 9 კმ / 5.6 მილი 1,129 მ 62,469,502 Saint-Lazare
Olympiades
  1. 1.0 1.1 Lines 12 and 13 has originally been inaugurated as part of the Nord-Sud network (respectively as lines A and B).


პარიზის RER ხაზები
ხაზის სახელი გაიხსნა უკანასკნელი
გაგრძელება
სადგურები საერთო
სიგრძე
საშუალო
სადგურთშორისი
მგზავრთა გადაყვანა
(ყოველწლიურად)
A ხაზი A 1977 1994 46 108.5 კმ / 67.5 მილი 2,411 მ 272,800,000
B ხაზი B 1977 1981 47 80.0 კმ / 49.8 მილი 1,739 მ 165,100,000
C ხაზი C 1979 2000 84 185.6 კმ / 115.5 მილი 2,184 მ 140,000,000
D ხაზი D 1987 1995 59 160.0 კმ / 99.6 მილი 2,807 მ 145,000,000
E ხაზი E 1999 2003 21 52.3 კმ / 32.5 მილი 2,615 მ 60,000,000

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]