შინაარსზე გადასვლა

ფუნიკულიორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფუნიკულიორი შვეიცარიაში

ფუნიკულიორი (ფრანგ. funiculaire, ლათ. funiculus — თოკი, ბაგირი) — ბაგირისწევიანი რელსიანი გზა, რომლის დანიშნულებაა მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა ციცაბო ფერდობზე (35°-მდე). იგი პირველად გამოყენებული იქნა 1854 წელს ქ. გენუაში (იტალია) და ავსტრიაში (ზომერინგი). ფუნიკულიორის ვაგონები მოძრაობს ფოლადის ბაგირებსა და ელექტრული ამძრავის მეშვეობით. ფუნიკულიორი შეიძლება იყოს ერთ- და ორვაგონიანი. უპირატესად გავრცელებულია ორვაგონიანი ფუნიკულიორი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ორი დამოუკიდებელი ლიანდაგი ან ერთი ლიანდაგი. ამ უკანასკნელს შუაში ასაქცევი აქვს. სამგზავრო ფუნიკულიორის ვაგონები ისეა მოწყობილი, რომ ნებისმიერი დახრის დროს მათი იატაკი ინარჩუნებს ჰორიზონტალურ მდგომარეობას. მუშაობის უსაფრთხოებისათვის ფუნიკულიორის ვაგონებს აქვს საავარიო მუხრუჭები, აგრეთვე სასიგნალო, კავშირისა და ბლოკირების საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ზედა და ქვედა სადგურების პერსონალის შეთანხმებულ მუშაობას და ვაგონის გაჩერებას ავარიული სიტუაციის დროს. ფუნიკულიორი გამტარობის უნარი არ აღემატება 600 კაცს 1 საათში,