შინაარსზე გადასვლა

მარსელის მეტროპოლიტენი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარსელის მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანადროშა: საფრანგეთი საფრანგეთი
ქალაქიმარსელი
გახსნის თარიღი22 ნოემბერი 1977 წელი
ხაზის სიგრძე22.7 კმ
სადგურთა რაოდენობა31
ხაზთა რაოდენობა2
მგზავრები დღეში210,200 ათასი (2012 წ.)
მგზავრები წელიწადში76.7 მლნ (2012 წ.)
ხაზების სქემა

მარსელის მეტროპოლიტენიმეტროპოლიტენის ხაზების სისტემა მარსელში; საფრანგეთი. გაიხსნა 1977 წლის 22 ნოემბერს. შედგება ორი ხაზისგან, რომლებზეც 31 სადგურია განთავსებული. ხაზების საერთო სიგრძე 22.7 კმ შეადგენს, ამათგან 15,6 მიწისქვეშაა. სისტემას კომპანია Régie des transports de Marseille (RTM) ემსახურება.

მარსელის მეტროპოლიტენის ორი ხაზი მხოლოდ ნომრებით აღინიშნება. ხაზები ერთმანეთს ორჯერ კვეთს. გადასაჯდომი სადგურებია: „კასტელანი“ (ფრ Castellane) და „სან-შარლი“ (ფრ. St. Charles). ამ უკანასკნელზე რკინიგზის მატარებელზე გადასაჯდომიც არის. სამი სადგურიდან კი ხერხდება ტრამვაის ხაზზე გადაჯდომა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]