პაპუა-ახალი გვინეის ეროვნული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაპუა-ახალი გვინეის ეროვნული მუზეუმი და ხელოვნების გალერეა

მუზეუმის შენობა, 2015 წელი
09°25′32″ ს. გ. 147°11′24″ ა. გ. / 9.425611° ს. გ. 147.190111° ა. გ. / -9.425611; 147.190111
დაარსდა 1977
ქვეყანა პაპუა-ახალი გვინეას დროშა პაპუა-ახალი გვინეა
მდებარეობა პორტ-მორზბი
კლასიფიკაცია მუზეუმი
დირექტორი ამდრიუ მოუტუ
ოფიციალური საიტი museumpng.gov.pg
Map

პაპუა-ახალი გვინეის ეროვნული მუზეუმი და ხელოვნების გალერეა (ინგლ. Papua New Guinea National Museum and Art Gallery) — მუზეუმი და ხელოვნების გალერეა ვაიგანში, პორტ-მორზბი, პაპუა-ახალი გვინეა. ის ქვეყნის ეროვნული მუზეუმია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1889 წელს, ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი პაპუა-ახალი გვინეის გუბერნატორმა, უილიამ მაკგრეგორმა დაიწყო სხვადასხვა ნივთების შეგროვება, რათა ბუნების ისტორიის კოლექცია შეექმნა. ის აგროვებდა ისეთ ნიმუშებსა და საგნებს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე მობინადრე ცხოველებსა და აქ არსებულ კულტურას უსმევდა ხაზს. პროგრამის საწყისი მიზანი ასევე იყო მუზეუმის დაარსება, მაგრამ მხარდამჭერების ნაკლებობის გამო უკვე შეგროვებული კოლექცია ავსტრალიის სხვადასხვა მუზეუმში გაიფანტა. საბოლოოდ, არტეფაქტები ქვეყანაში მუზეუმის ჩამოყალიბების შემდეგ დაბრუნდა.[1]

1950-იანი წლების განმავლობაში მუზეუმი განვითარდა: 1953 წელს სიძველეების კანონის მიხედვით არტეფაქტების შეგროვების ახალი ეტაპი დაიწყო.[1] მუზეუმის სამეურვეო საბჭო 1954 წელს ჩამოყალიბდა.[2] საჯარო მუზეუმებისა და ხელოვნების გალერეების განკარგულება 1956 წელს გამოიცა, რომლის თანახმადაც პაპუა-ახალი გვინეის ეროვნული მუზეუმი და ხელოვნების გალერეა ოფიციალურად ჩამოყალიბდა.[1]

მუზეუმის კოლექციები თავდაპირველად განთავსდა გამოუყენებელ სამთავრობო შენობებში, ხოლო 1960 წელს არტეფაქტები საავადმყოფოს ძველ შენობაში განათავსეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, პროგრესი რთული იყო, რადგან სპეციალიზირებული პერსონალი და აღჭურვილობა არ არსებობდა. 1973 წლიდან, მთავრობამ ავსტრალიის ფულადი დახმარების წყალობით, წამოიწყო კულტურული განვითარების პროგრამა, რომელმაც მუზეუმის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.[1] ეს ყოველივე ავსტრალიური კოლონიალური ადმინისტრაციის გავლენას უსმევს ხაზს პაპუა-ახალ გვინეაზე[3]

1960-იანი წლებში მუზეუმს ასევე დაევალა კულტურული არტეფაქტებით ვაჭრობის კონტროლი, რომელიც 1965 წლის პაპუა-ახალი გვინეის ეროვნული კულტურული საკუთრების აქტით იყო განპირობებული. მუზეუმის განვითარებას ხელი მნიშვნელოვნად შეუშალა არაადეკვატური რესურსების არ არსებობამაც.[3]

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის მშენებლობა 1975 წელს დაიწყო. ეს ყოველივე ნაწილობრივ ავსტრალიის მთავრობის მიერ იყო დაფინანსებული. პაპუა-ახალი გვინეის ეროვნული მუზეუმის შენობა ოფიციალურად 1977 წლის 27 ივნისს გაიხსნა.[4][5]

2017 წლის განახლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წელს, მუზეუმის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნაგებობის ნაწილი გადაკეთდა.[6] განახლებაში მონაწილეობა მიიღო ავსტრალიურმა ფირმამ, „არქიტექტუსმა“ (ინგლ. Architectus).[7] მუზეუმი ხელმორედ ოფიციალურად 12 ოქტომბერს. ადგილობრივი იდენტობის შენარჩუნების მიზნით, გახსნის შემდეგ შეიცვალა გალერეების სახელები. ახალი სახელებია: ტუმბუნა, სუსან კარიკე, ბერნარდ ნაროკობი, იან საემ მაჯნეოუ და ბე ჯიჯიმო.[8] განახლების ერთ-ერთი მთავარი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა იყო.[8] სამუშაოები დაფინანსდა პაპუა ახალი გვინეისა და ავსტრალიის პარტნიორობის შედეგად.[8] გალერეებში გამოყენებულია ახალი ტექნოლოგიები, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მეორე მსოფლიო ომის გალერეა.[8]

კოლექციები და კვლევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი და გალერეა მოიცავს ისეთ ობიექტებსა და ნამუშევრებს, რომლებიც პაპუა-ახალი გვინეის მდიდარ ადგილობრივ კულტურასა და საზოგადოებებს წარმოადგენს.[6] მუზეუმის მმართველები ადგილს „ჰაუს ტუმბუნას“, ხალხის წინაპრების ადგილს უწოდებს.[9]

კოლექციებს შორისაა ისეთი ნივთები, რომლებიც უკავშირდება: მუსიკას, სხეულის მოკაზმულობას, ცერემონიებს. მუზეუმში დაცულია დასარტყმელი საკრავები: „კუნდუ“ და „გარამუტი“.[6] პაპუა-ახალი გვინეის ეროვნულ მუზეუმში ინახება 50 000-ზე მეტი ეთნოგრაფიული ობიექტი. მიხედავად კოლექციის სიდიდისა, ამ განყოფილებაში პაპუა-ახალი გვინეის ყველა რეგიონი და კულტურა მაინც არ არის წარმოდგენილი.[9]

მუზეუმი 2019 წელს თანამშრომლობდა პაპუის ყურის შემსწავლელ მკვლევარებთან ამ ტერიტორიაზე ჭურჭლით ვაჭრობის მეტად შესასწავლად. შედეგად დაასკვნეს, რომ ავსტრალიასა და პაპუა-ახალ გვინეას შორის ვაჭრობა ორი ათასწლეულის განმავლობაში იყო.[10] მუზეუმის თანამშრომლები ასევე ეწვივნენ და თანამშრომლობდნენ ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტთან სიმღერების ტრადიციებისა და ეკოლოგიის შესახებ ცოდნის გასაზიარებლად.[11]

1974 წელს, [[პრემიერ-მინისტრი|პრემიერ-მინისტრმა, მაიკლ სომარემ დაწერა: „ჩვენ ვხედავთ ჩვენს ნიღბებს და ხელოვნებას, როგორც ცოცხალ სულებს შეკეთებული საცხოვრებლებით. ეს არასწორია, რომ ისინი განთავსებულნი არიან: ნიუ-იორკში, პარიზში, ბონში ან სხვაგან.“[12]

ზღვისიქითა კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლონიალიზმის მემკვიდრეობის გამო, პაპუა-ახალი გვინეის გარეთ მრავალ მუზეუმს გააჩნია ამ ქვეყნის მატერიალური კულტურის კოლექციები, მათ შორისაა: ჰუდის ხელოვნების მუზეუმი,[13] მეცნიერების მუზეუმი,[14] ბრიტანეთის მუზეუმი,[15] პიტ რივერსის მუზეუმი,[16] საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმი,[17] არქეოლოგიია და ანთროპოლოგიის მუზეუმი,[18] მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი,[19] და სხვანი.

2006 წელს გაჩნდა ეჭვი დე იანგის მუზეუმის მელანეზიის კოლექციაში არსებული რამდენიმე ობიექტის საკუთრებასთან დაკავშირებით.[12] ბრალდებაში ნათქვამი იყო, რომ ცხრა ობიექტი ეროვნული საკუთრება იყო და პაპუა-ახალ გვინეას უნდა დაბრუნებოდა.[12]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Smidt, Dirk (1977-12-01). „The National Museum and Art Gallery of Papua New Guinea, Port Moresby“. Museum International. 29 (4): 227–239. doi:10.1111/j.1468-0033.1977.tb02106.x. ISSN 1350-0775.
  2. Board of Trustees. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 19 June 2018.
  3. 3.0 3.1 Vrdoljak, Ana Filipa (2006-07-13). International Law, Museums and the Return of Cultural Objects (en). Cambridge University Press, გვ. 220. ISBN 978-0-521-84142-9. 
  4. Vrdoljak, Ana Filipa (2006-07-13). International Law, Museums and the Return of Cultural Objects (en). Cambridge University Press, გვ. 219. ISBN 978-0-521-84142-9. 
  5. Vrdoljak, Ana Filipa (2006-07-13). International Law, Museums and the Return of Cultural Objects (en). Cambridge University Press, გვ. 225. ISBN 978-0-521-84142-9. 
  6. 6.0 6.1 6.2 National Museum & Art Gallery | Port Moresby, Papua New Guinea Attractions en. ციტირების თარიღი: 2021-05-06
  7. PNG National Museum & Art Gallery | Cultural Architecture | Architectus en. ციტირების თარიღი: 2021-05-06
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 Refurbished National Museum & Art Gallery reopens to all. ციტირების თარიღი: 2021-05-06
  9. 9.0 9.1 Haraha, Sebastian (2008). The Future of Indigenous Museums: Perspectives from the Southwest Pacific (en). Berghahn Books, გვ. 138–160. ISBN 978-1-84545-596-5. 
  10. Kuaso, Alois; David, Bruno; Urwin, Chris; Arifeae, Henry Auri; Skelly, Robert. Archaeology is unravelling new stories about Indigenous seagoing trade on Australia's doorstep en. ციტირების თარიღი: 2021-05-06
  11. Recovering Voices Research | Smithsonian National Museum of Natural History. ციტირების თარიღი: 2021-05-06
  12. 12.0 12.1 12.2 Dalton, R. (2006-04-01). „Guinea experts cry foul on tribal exhibits“. Nature (ინგლისური). 440 (7085): 722–723. Bibcode:2006Natur.440..722.. doi:10.1038/440722a. ISSN 1476-4687. PMID 16598219.
  13. Ancestral Board (gope) en. ციტირების თარიღი: 2021-05-06
  14. Conch shell trumpet used by people of New Guinea a | Science Museum Group Collection en. ციტირების თარიღი: 2021-05-06
  15. Oceania en. ციტირების თარიღი: 2021-05-06
  16. Collections en. ციტირების თარიღი: 2021-05-06
  17. cphilipp. (2011-03-02) Melanesian Collections en. ციტირების თარიღი: 2021-05-06
  18. Cambridge, University of. (2018-06-07) The museum researcher giving indigenous objects a voice of their own en. ციტირების თარიღი: 2021-05-06
  19. Ceremonial Board (Malu). ციტირების თარიღი: 2021-05-06