პალესტინის დამოუკიდებლობის დეკლარაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პალესტინის დამოუკიდებლობის დეკლარაცია—დეკლარაცია პალესტინის დამოუკიდებლობის შესახებ[1] მიიღო პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის (PLO) საკანონმდებლო ორგანოს პალესტინის ეროვნულმა საბჭომ 1988 წლის 15 ნოემბერს ალჟირში.[2] კენჭისყრის შედეგები: 253 მომხრე 46 წინააღმდეგი. 10 თავი შეიკავა. დეკლარაცია დაწერა პალესტინლმა პოეტმა მაჰმუდ დარვიშმა, წაიკითხა იასირ არაფატმა პალესტინის მე -19 ეროვნული საბჭოს დასკვნით სხდომაზე სრული ტაშის თანმხლებით. დეკლარაციის მიხედვით, ცალმხრივად გამოცხადდა პალესტინის სახელმწიფოს შექმნა. დეკლარაციის წაკითხვის ბოლოს, არაფატმა, როგორც პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მიიღო "პალესტინის პრეზიდენტის" წოდება.[3][4]

დეკლარაციის მიღების დროს, პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის არ აკონტროლებდა ტერიტორიას, რომელზეც პრეტენზიას აცხადებდა.[5] სახელმწიფოს დედაქალაქად გამოცხადდა იერუსალიმი[6], რომელიც 1976 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ კონტროლდებოდა ისრაელის მიერ და 1980 წლიდან აღიარებული იყო ისრაელის დედაქალაქად.

1974 წლის 28 ოქტომბერს რაბათში ჩატარებული არაბული ლიგის სამიტმა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციას დაუთმო ადგილი, როგორც "პალესტინელი ხალხის ერთადერთი ლეგიტიმურ წარმომადგენელს და დაუდასტურა მხარდაჭერა პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაში " [7]

დეკლარაციის მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეყრდნობა რა ”პალესტინის არაბი ხალხის მიმართ მიყენებულ ისტორიულ უსამართლობას, რასაც მათი დაყოფა და თვითგამორკვევის უფლების ჩამორთმევა მოჰყვა”, დეკლარაცია იხსენებს ლოზანის ხელშეკრულებას (1923) და გაეროს გენერალური ასამბლეის 181 რეზოლუციას, როგორც პალესტინისა და პალესტინელი ხალხის უფლებების მხარდაჭერას. დეკლარაცია აცხადებს"პალესტინის ტერიტორიაზე პალესტინის სახელმწიფოს, რომლის დედაქალაქია იერუსალიმი[8].[9]

გამოცხადებული პალესტინის საზღვრები არ არის მითითებული. სახელმწიფოს მოსახლეობისადმი მითითებულია შემდეგი განცხადება: ”პალესტინის სახელმწიფო არის პალესტინელების სახელმწიფო, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი”. სახელმწიფო განისაზღვრება, როგორც არაბული სახელმწიფო: "პალესტინის სახელმწიფო არის არაბული სახელმწიფო, არაბი ერის შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი".

დეკლარაციის გამოცხადების შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეკლარაციის მიღებას მოჰყვა პალესტინის ეროვნული საბჭოს წინადადება მრავალმხრივი მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც ეფუძნება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 242 რეზოლუციას.. მოგვიანებით ამ წინადადებას "ისტორიული კომპრომისი" უწოდეს, რადგან იგი გულისხმობდა "ორი სახელმწიფოს" მიღებას, კერძოდ, ის აღარ აყენებდა ეჭვქვეშ ისრაელის სახელმწიფოს ლეგიტიმურობას.[9] პალესტინის დამოუკიდებლობის სსაბჭოს პოლიტიკურ რეზოლუციას თან ახლდა განცხადება, რომლის მიხედვით ისრაელს ევალებოდა ჯარის გაყვანა მხოლოდ "იერუსალიმის არაბული ნაწილიდან" და სხვა "არაბული ტერიტორიებიდან". იასირ არაფატის განცხადებები ერთი თვის შემდეგ ჟენევაში [10] [11]შეერთებულმა შტატებმა მიიჩნია საკმარისად დეკლარაციაში გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ღია დიალოგის დასაწყისად. [12]

დეკლარაციის შედეგი იყო გაეროს გენერალური ასამბლეის მოწვევა, სადაც სიტყვით გამოვიდა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის თავმჯდომარე იასირ არაფატი. მიღებულ იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია - ”პალესტინის სახელმწიფოს გამოცხადების აღიარება პალესტინის ეროვნული საბჭოს მიერ 1988 წლის 15 ნოემბერს” და ასევე გადაწყდა, რომ „პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის ”ნაცვლად” ”პალესტინა” უნდა იყოს გამოყენებული ”” გაეროს ასოციაციის (UNGA) კენჭისყრის შედეგები შემდეგი იყო: 140 იყო სასარგებლოდ, 44-მა თავი შეიკავა, ხოლო 2-მა შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა მისცეს ხმა წინააღმდეგ. [13] დეკემბრის შუა რიცხვებში 75 სახელმწიფომ აღიარა პალესტინის დამოუკიდებლობა, ხოლო 93 სახელმწიფომ 1989 წლის თებერვლისთვის. [14]

1993 წლის 13 სექტემბერს ისრაელსა და პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციას PLO) შორის ოსლოს შეთანხმების შედეგად ხელი მოეწერა დეკლარაციას პალესტინის დროებითი თვითმმართველობის ადმინისტრაციის შექმნის შესახებ,რომელშიც რეალურად დაწესდა მორატორიუმი პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Palestinian Declaration of Independence დაარქივებული 2016-06-21 საიტზე Wayback Machine. 30 May 2012
  2. Dan Cohn-Sherbok,The Palestinian State: A Jewish Justification,[მკვდარი ბმული] Impress Books, 2012 p.105.
  3. Silverburg, 2002, p. 198.
  4. Tom Lansford, Political Handbook of The World., p. 1628. CQ Press, March 2014. "On April 2, 1989, the PLO's Central Council unanimously elected Arafat president of the self-proclaimed Palestinian state and designated Faruk Qaddumi as foreign minister
  5. Berchovitch and Zartman, 2008, p. 43
  6. Baroud in Page, 2004, p. 161.
  7. Madiha Rashid al Madfai, Jordan, the United States and the Middle East Peace Process, 1974—1991, Cambridge Middle East Library, Cambridge University Press (1993). ISBN 0521415233.[მკვდარი ბმული] p 21.
  8. Silverburg, 2002, p. 42.
  9. 9.0 9.1 Quigley, 2005, p. 212.
  10. Yasser Arafat, Speech at UN General Assembly Geneva, General Assembly 13 December 1988 — Le Monde Diplomatique[მკვდარი ბმული]
  11. Arafat Clarifies Statement to Satisfy U.S. Conditions for Dialogue 14 December 1988[მკვდარი ბმული]Jewish Virtual Library
  12. Rabie, Mohamed. The U.S.-PLO Dialogue: The Swedish Connection // Journal of Palestine
  13. THE PALESTINE DECLARATION TO THE INTERNATIONAL CRIMINAL COURT: THE STATEHOOD ISSUE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-16. ციტირების თარიღი: 2020-11-12.
  14. Kassim, 1997, p. 49.