გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 62/243

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს გა
რეზოლუცია 62/243

აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიები
თარიღი 14 მარტი 2008
სხდომა № 62-ე პლენარული
კოდი A/RES/62/243 (დოკუმენტი)
თემა აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა
კენჭისყრა
მომხრე: 39
წინააღმდეგი: 7
თავი შეიკავა: 100
არ მონაწილეობდა: 46
შედეგი რეზოლუცია მიღებულია

გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 62/243 სახელწოდებით „აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა“, მიიღეს 2008 წლის 14 მარტს გენერალური ასამბლეის 62-ე სესიაზე, რომელიც ეხებოდა მთიან ყარაბაღში არსებულ მდგომარეობას. ეს გახდა გაეროს მეხუთე დოკუმენტი და გაეროს გენერალური ასამბლეის პირველი დოკუმენტი მთიანი ყარაბაღის შესახებ.

რეზოლუციამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა აზერბაიჯანის „სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა“, მოითხოვა „აზერბაიჯანის ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, ყველა სომხური ძალების დაუყოვნებელი, სრული და უპირობო გაყვანა“ და ხაზი გაუსვა, რომ „არ არსებობს სახელმწიფო, რომელიც დახმარებას გაუწევს აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციას“.[1] რეზოლუცია მიიღეს 2008 წლის ტერტერის შეტაკებების შემდეგ, რომელიც ყარაბაღის ომის შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველაზე დიდი დარღვევა გახდა.

რეზოლუციის პროექტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლის დასაწყისში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფაქტების დამდგენმა კომისიამ, დაამტკიცა სომხური დასახლებების არსებობა აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.[2] აზერბაიჯანის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, აქშინ მეჰდიევმა წარადგინა რეზოლუციის A/62/L.42 პროექტი, რომელიც მიიღეს 39 მომხრე, 7-ის წინააღმდეგ (მათ შორის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებიც) რეზოლუციის სასარგებლოდ, ხოლო 100-მა თავი შეიკავა. ქვემოთ მოყვანილი ცხრილი გვიჩვენებს კენჭისყრის შედეგებს.[2]

მომხრე წინააღმდეგი
ავღანეთის დროშა ავღანეთი ანგოლის დროშა ანგოლა
ბაჰრეინის დროშა ბაჰრეინი საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ბანგლადეშის დროშა ბანგლადეში ინდოეთის დროშა ინდოეთი
ბრუნეის დროშა ბრუნეი რუსეთის დროშა რუსეთი
კამბოჯის დროშა კამბოჯა აშშ-ის დროშა აშშ
კოლუმბიის დროშა კოლუმბია ვანუატუს დროშა ვანუატუ
კომორის კუნძულების კავშირის დროშა კომორის კუნძულები
ჯიბუტის დროშა ჯიბუტი
გამბიის დროშა გამბია
საქართველოს დროშა საქართველო
ინდონეზიის დროშა ინდონეზია
ერაყის დროშა ერაყი
იორდანიის დროშა იორდანია
ქუვეითის დროშა ქუვეითი
ლიბიის დროშა ლიბია
მალაიზიის დროშა მალაიზია
მალდივის კუნძულების დროშა მალდივები
მოლდოვის დროშა მოლდოვა
მაროკოს დროშა მაროკო
მიანმარის დროშა მიანმარი
ნიგერის დროშა ნიგერი
ნიგერიის დროშა ნიგერია
ომანის დროშა ომანი
პაკისტანის დროშა პაკისტანი
კატარის დროშა კატარი
საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი
სენეგალის დროშა სენეგალი
სერბეთის დროშა სერბეთი
სიერა-ლეონეს დროშა სიერა ლეონე
სომალის დროშა სომალი
სუდანის დროშა სუდანი
თურქეთის დროშა თურქეთი
ტუვალუს დროშა ტუვალუ
უგანდის დროშა უგანდა
უკრაინის დროშა უკრაინა

ხმის პოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ინდონეზიის დროშა ინდონეზია : ინდონეზიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მან მხარი დაუჭირა რეზოლუციას, ვინაიდან, დოკუმენტი ადასტურებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პრინციპებსა და ამოცანებს.[2]
  • ეუთოს მინსკის ჯგუფი : ჯგუფის სახელით მოსაუბრე აშშ-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თანათავმჯდომარეებმა რეზოლუციას ხმა არ მისცეს იმიტომ, რომ მათ „რეზოლუცია 62/243 განიხილეს, როგორც შერჩევითი, რადგან მხოლოდ გარკვეული პრინციპების პროპაგანდას ემსახურება, ხოლო სხვებს გამორიცხავს, საწინააღმდეგოდ თანათავმჯდომარეების წინადადებასთან, რაც აბალანსებს ყველას“.
  • სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა : სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლის განცხადებით, მისი დელეგაცია კენჭისყრისგან თავი შეიკავა, რადგან ქვეყანა მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფის ძალისხმევას კონფლიქტის მოგვარებაში.[2]
  • გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო : ლორდ ჰოუელ გილდფორდის განცხადებით, მისმა ქვეყანამ კენჭისყრისგან თავი შეიკავა, რადგან „რეზოლუციამ არ გაითვალისწინა მადრიდის პრინციპები ან მინსკის ჯგუფის პროცესი“.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Resolution adopted by the General Assembly on 14 March 2008 – The situation in the occupied territories of Azerbaijan. United Nations (14 March 2008). ციტირების თარიღი: 18 March 2017.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 General Assembly adopts resolution reaffirming territorial integrity of Azerbaijan, demanding withdrawal of all Armenian forces. United Nations. ციტირების თარიღი: 2010-12-08.
  3. House of Lords Written Answers 5 July 2010. UK parliament. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-13. ციტირების თარიღი: 2010-12-08.