დეკლარაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელეონორა რუზველტი ადამიანის უფლებათა დეკლარაციით ხელში

დეკლარაცია (ინგლ. „declaration“, „manifest“. ფრანგ. „declaration“. ლათ. „declaratio“.) — აქტი, განაცხადი, საჯარო დოკუმენტი, რომელიც ასახავს სხვადასხვა ტიპის მონაცემებს მისი დანიშნულებიდან გამომდინარე. კერძოდ,

  • გადასახადის გადამხდელის განაცხადი თავისი შემოსავლის, ქონების რაოდენობის შესახებ;
  • საერთაშორისო სამართალში ერთი ან რამდენიმე ქვეყნის საზეიმო აქტი, რომელშიც შეთანხმებულია ზოგადი პრინციპები და მიზნები;
  • საკონსტიტუციო სამართალში ცალკეული პოლიტიკურ-იურიდიული აქტი, რომლის მიზანია მისცეს დოკუმენტს საზეიმო ხასიათი და ხაზი გაუსვას მის მნიშვნელობას.

ის შეიძლება წარმოადგენდეს:

  • ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს განცხადებას, რომელიც სახავს მხარეთა საგარეო პოლიტიკის გარკვეულ გეზს ან გამოხატავს მათ შეხედულებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა სფეროში;
  • ცალმხრივ, ორმხრივ ან მრავალმხრივ აქტს, რომლითაც სახელმწიფოები ცნობენ ამა თუ იმ ქცევის წესის იურიდიულად სავალდებულო ძალას (მაგ.: ეუთოს 1975 წლის დასკვნით აქტში არსებული დეკლარაცია, სახელმწიფოს ცალმხრივი აქტი ნეიტრალიტეტის შესახებ, და სხვ.).
  • ორმხრივ ან მრავალმხრივ საერთაშორისო პოლიტიკურ აქტს, რომელშიც ჩამოყალიბებულია მხარეთა პოლიტიკური ვალდებულებანი, საერთაშორისო ვითარების ერთობლივი ხედვა, სასურველი საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების ნუსხა და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
  • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] - თბ., 2005 - 283გვ. ; 23სმ. - ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

რაიმეს გამოცხადება.

  • სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]