პაკ ტე ჯუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Koreanischer Name გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის
პაკი, ხოლო სახელი — ტე ჯუნი.
პაკ ტე ჯუნი
პაკ ტე ჯუნი
სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 იანვარი, 2000 – 19 მაისი, 2000
პრეზიდენტი  კიმ დე ჯუნი
წინამორბედიკიმ ჯონ ფილი
მემკვიდრელი ჰან დონი

დაბადებული24 ოქტომბერი, 1927
პუსანი, სამხრეთი კორეა
გარდაცვლილი13 დეკემბერი, 2011
სეული, სამხრეთი კორეა

პაკ ტე ჯუნი (კორ. 박태준; დ. 24 ოქტომბერი, 1927, პუსანი — გ. 13 დეკემბერი, 2011, სეული) — სამხრეთ კორელი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, გენერალი, პოლიტიკოსი, ეკონომიკური ლიდერი და მწერალი. 25 წლის განამვლობაში მსოფლიოს წამყვანი რკინის კომპანია „POSCO-ს“ დამაარსებელი. ქვეყნის 33-ე პრემიერ მინისტრი 2000 წლის 14 იანვრიდან 19 მაისამდე.

მას როგორც პოლიტიკურ ლიდერს შეარქვეს „სამხრეთ კორეის ენდრიუ კარნეგი“. მისი სამწერლობო ფსევდონიმი იყო „ჩუნგამი“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი დაიბადა 1927 წლის 24 ოქტომბერს პუსანში. როდესაც იგი იყო ექვსი წლის, ოჯახთან ერთად გადავიდა იაპონიაში, სადაც მამამისი მუშაობდა. კორეაში დაბრუნდნენ კორეის იაპონური ოკუპაციისაგან გათავისუფლების შემდეგ.

იაპონიაში ცხოვრების პერიოდში სწავლა დაიწყო ქვეყნის ერთ-ერთ პრესტიჟულ ვასედის უნივერსიტეტში. თუმცა ვერ დაასრულა იგი სამშოობლოში დაბრუნების გამო. კორეაში დაბრუნების შემდეგ სწავლა გააგრძელა კორეის სამხედრო აკადემიაში, ხოლო შემდეგ თავდაცვის ეროვნულ სკოლაში. 1963 წელს დაამთავრა ტანგუკის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიისა და სამართლის ფაკულტეტი პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალობით.

1948 წელს სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ დააჯილდოვეს სიმამაცის ორდენით. ჩან მიონის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული სამხედრო გადატრიალების შემდეგ, რომელსაც ხელმძღვანელობდა პაკ ჩონ ჰი, გახდა კორეის ვაჭრობისა და მრეწველობის აღორძინების უზენაესი საბჭოს წევრი. 1963 წელს ჩამოართვეს თადარიგის გენერალ-მაიორის წოდება.

წარმატებით მოღვაწეობდა ბიზნესში. 1964 წელს გახდა კომპანია „TaeguTec“-ის პრეზიდენტი. 1968 წელს მან დააარსა სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში პირველი ფოლადისა და რკინის კომპანია POSCO, რომლის პრეზიდენტიც თავად გახდა. 2010 წლისათვის აღნიშნული კომპანია ქვეყანაში პირველი, ხოლო მსოფლიოში მესამე იყო. პაკ ტე ჯუნი კომპანიის პრეზიდენტი იყო 1992 წლამდე.

1980 წლიდან მონიწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში. აირჩიეს ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტად, იყო ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე. დიდი ხნის განმავლობაში იყო პრეზიდენტ კიმ იონ სამის მომხრე, მაგრამ შემდეგ ორ პოლიტიკოსს შორის მოხდა კონფლიქტი, პაკ ტე ჯუნი იძულებული იყო გადამდგარიყო სამსახურიდან და დაეტოვებინა ეროვნული ასამბლეა. წავიდა საზღვარგარეთ კორუფციაში ბრალდების გამო.

1997 წელს დაბრუნდა სამშობლოში და კვალვ აირჩიეს ეროვნულ ასამბლეაში. ამომრჩეველთა მხარდაჭერა დაიმსახურა პრეზიდენტ კიმ იონ სამის ეკონომიკური კრიტიკის გამო. კვალვ სათავეში ჩაუდგა ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას. საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაუჭირა მომავალ პრეზიდენტას კიმ დე ჯუნს.

2000 წელს დანიშნეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, მაგრამ მალე იძულებული გახდა გადამდგარიყო თაღლითობაში ბრალდების გამო.

სამხრეთ კორეის ყოფილი პრემიერ-მინისტრი პაკ ტე ჯუნი გარდაიცვალა 2011 წლის 13 დეკემბერს. დაკრძალულია ქვეყნის ეროვნულ სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]