კიმ ჯონ ფილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Koreanischer Name გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ - სახელი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის
კიმი, ხოლო სახელი - ჯონ ფილი.
კიმ ჯონ ფილ
კიმ ჯონ ფილ
სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 ივნისი, 1971 – 18 დეკემბერი, 1975
პრეზიდენტი  პაკ ჩონ ჰი
წინამორბედიპეკ ტუ ჯინი
მემკვიდრეჩჰვე გიუ ჰა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 აგვისტო, 1998 – 12 იანვარი, 2000
პრეზიდენტიკიმ დე ჯუნი
წინამორბედიკო გონი
მემკვიდრეპაკ ტე ჯუნი

დაბადებული7 იანვარი, 1926
პუიო, სამხრეთი კორეა
გარდაცვლილი23 ივნისი, 2018 (92 წლის)
პოლიტიკური პარტიასენური
მეუღლეპაკ იონოკი
შვილები1

კიმ ჯონ ფილი (კორ. 김종필, დ. 7 იანვარი, 1926, პუიო, სამხრეთი კორეა — გ. 23 ივნისი, 2018) — სამხრეთ კორეის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1971-1975 და 1998-2000 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიმ ჯონ ფილი დაიბადა 1926 წლის 7 იანვარს პუიოს მაზრაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში, თუმცა მოგვიანებით მიატოვა იგი და დაასრულა კორეის სამხედრო აკადემია. კორეის ომის დროს იგი დააწინაურეს და გახდა პოდპოლკოვნიკი.

1960 წლის სექტემბერში იგი იყო იმ 12 პოდპოლკოვნიკისა და 4 პოლკოვნიკის დაჯგუფების წევრი, რომლებიც შეიჭრნენ გენერალური შტაბის შენობაში და მოითხოვეს სამხედრო ელიტის უმრავლესობის ცვლილება[1], რის გამოც დააპატიმრეს და გადააყენეს სამხედრო სამსახურიდან, თუმცა მალევე აღადგინეს და მისცეს პოლკოვნიკის წოდება.

ცოლის მხრიდან ენათესავებოდა პრეზიდენტ პაკ ჩონ ჰის. აქტიურად მონაწილეობდა 1961 წლის მაისის სახელმწიფო გადატრიალებაში. რასაც მოჰყვა პრეზიდენტის დავალება რათა შეექმნა კორეის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1963 წლამდე.

1963 წლის დასაწყისში პაკ ჩონ ჰიმ კიმ ჯონ ფილი გადაიყვანა ახალ პარტიულ თანამდებობაზე. ახალი დემოკრატიული რესპუბლიკური პარტიის პირველი ყრილობა გაიმართა 1963 წლის 26 თებერვალს[2]. ახალი პარტიის პროგრამა ასახავდა ადმინისტრაციული დემოკრატიის პრინციპებს. ახალი რეჟიმი სულიერად დაკავშირებული იყო 1919 წლის 1 მარტის მოძრაობასთან და 1960 წლის აპრილის რევოლუციასთან.

1960-იან წლებში კიმ ჯონ ფილის გარშემო აგორდა სკანდალების სერია საფონდო ბირჟაზე მაქინაციებისა და უცხოური ინვესტიციების ბოიოროტად გამოყენნების გამო. თUმცა ოფიციალურად ბრალდება არასოდეს არ წაუყენებიათ.

1960-იანი წლების ბოლოს, როდესაც პაკ ჩონ ჰიმ დაიწყო კონსტიტუციის შეცვლა იმისათვის, რომ მესამე ვადით წამოეყენებინა თავის კანდიდატურა, კიმ ჯონ ფილი მას დაუპირისპირდა, რადგან საკუთარ თავს მოიაზრებდა პრეზიდენტის მემკვიდრედ. სწორედ ამის გამო 1968 წელს დატოვა ყველა სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობა. თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში არაერთხელ გადააყენეს თანამდებობიდან, თუმცა კვლავ უბრუნდებოდა როგორც პარტიულ ისე პოლიტიკურ თანამდებობებს[1].

1971-1975 წლებში კიმ ჯონ ფილი სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრია. 1975 წელს პაკ ჩონ ჰიმ გადააყენა თანამდებობიდან და მის მემკვიდრედ დანიშნა ჩჰვე გიუ ჰა, რომელიც იყო პროფესიონალი ბიუროკრატი, მაგრამ წინამორბედისაგან განსხვავებით არ ჰქონდა პოლიტიკური ამბიციები[1].

პაკ ჩონ ჰის გარდაცვალებისა და ჩონ დუ ჰვანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კიმ ჯონ ფილი გააძევეს პარტიიდან და მცირე ხნით პატიმრობაშიც იმყოფებოდა.

1987 წელს მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ მიიღო ხმების 8 % და დაიკავა მეოთხე ადგილი. 1992 წლის არჩევნებში კიმ იონ სამის გამარჯვების შემდეგ მასთან კოალიციაშია, თუმცა ერთი წლის შემდეგ კოლაიცია დაიშლება და კიმ ჯონ ფილი აყალიბებს გაერთიანებული ლიბერალ-დემოკრატების პარტიას, რომელიც 1996 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში მიირებს 50 მანდატს ეროვნულ ასამბლეაში.

1998-2000 წლებში კვლავ პრემიერ-მინისტრია. 2002 წელს გამოთქვა სურვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ[3], მაგრამ დაინახა, რომ გამარჯვების შანსები არ ჰქონდა და საარჩევნო კამპანია არ უწარმოებია. მას შემდეგ, რაც 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ მიიღო მხოლოდ 4 მანდატი, განაცხადა პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორების შესახებ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]