ოქროსფერი კეფალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ოქროსფერი კეფალი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
ოჯახი:  კეფალისებრნი
სახეობა:  ოქროსფერი კეფალი
ლათინური სახელი
Mugil auratus

ოქროსფერი კეფალი, სინგილი, (ლათ. Mugil auratus) — თევზი კეფალისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკის სანაპიროებთან (ინგლისიდან მაროკომდე). ბინადრობს აგრეთვე ხმელთაშუა, შავ და აზოვის ზღვებში. შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან ყველგან ხვდება. შედის მდინარე სუფსაში, რიონში, ხობში, ენგურში, კოდორში, ბზიფში, პალიასტომის ტბაში და სხვა წყლებში. აკლიმატიზებულია კასპიის ზღვაში. მისი სხეულის სიგრძე 20-40 სმ, ზოგჯერ 52 სმ აღწევს. იკვებება დეტრიტით, პერიფოტონით და წვრილი უხერხემლოებით. ძვირფასი სარეწაო თევზია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]