ოქთაი სინანოღლუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოქთაი სინანოღლუ
თურქ. Oktay Sinanoğlu
დაბ. თარიღი 25 თებერვალი, 1935(1935-02-25)[1]
დაბ. ადგილი ბარი
გარდ. თარიღი 19 აპრილი, 2015(2015-04-19) (80 წლის)
გარდ. ადგილი მაიამი
დასაფლავებულია Karacaahmet Cemetery
მოქალაქეობა  თურქეთი
საქმიანობა theoretical chemist, molecular biologist, ბიოქიმიკოსი და ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი იელის უნივერსიტეტი და ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი და TED Ankara College Foundation Schools
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
მამა Q114867959?
ჯილდოები ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის სტიპენდია და ჰუმბოლდტის პრემია

ოქთაი სინანოღლუ (თურქ. Oktay Sinanoğlu; დ. 25 თებერვალი, 1935 — გ. 19 აპრილი, 2015) — საერთაშორისოდ აღიარებული თურქი ფიზიკური ქიმიკოსი და მოლეკულური ბიოფიზიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოქთაი სინანოღლუ დაიბადა 1935 წლის 25 თებერვალს, იტალიის ქალაქ ბარიში, ნიუზჰეთ ჰაშიმის და რიუვეიდე სინანოღლუს ოჯახში. მისი მამა, ბარიში მდებარე თურქეთის საკონსულოს თანამდებობის პირი[2] და მწერალი იყო. მან დაწერა წიგნი ბერძნული და რომაული მითოლოგიის[3] შესახებ და ასევე წიგნი, სახელწოდებით „პეტრარკა“, რომელიც 1931 წელს გამოაქვეყნა. წინასიტყვაობაში იგი ამბობს: „საუკეთესო გზა (თურქეთისთვის), დასავლური კულტურის ათვისებაა“[4]. 1938 წლის ივლისში რიუვეიდე სინანოღლუს თურქეთში გამოხმობის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, ოჯახი თურქეთში დაბრუნდა[5][6]. ოქთაი სინანოღლუს ჰყავდა და, ესინ აფშარი, რომელიც ცნობილი მომღერალი და მსახიობი იყო[7].

1951 წელს, სინანოღლუმ ანკარის TED კოლეჯი დაამთავრა. 1953 წელს, იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც, კალიფორნიის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, რომელიც 1956 წელს, ბაკალავრის ხარისხით დაასრულა. შემდეგ წელს, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში, მან მაგისტრის ხარისხი მოიპოვა და ალფრედ სლოუნის პრემიის ლაურეატი გახდა. 1959-1960 წლებში, კალიფორნიის უნივერსიტეტში[6][7][8], მას დოქტორის ხარისხი მიენიჭა ფიზიკური ქიმიის დარგში.

1963 წლის 21 დეკემბერს, ოქთაი სინანოღლუმ პაულა ამბრუსტერზე იქორწინა. საქორწინო ცერემონია, იელის უნივერსიტეტის ბრენფორდის კოლეჯის სამლოცველოში გაიმართა[8]. ამ ქორწინებიდან, სინანოღლუს სამი შვილი ჰყავდა.

ოქთაი სინანოღლუს მეორე მეუღლე, დილექ სინანოღლუ გახდა და ამ ქორწინებიდან, იგი ტყუპების მამა გახდა. ოჯახი ტეხასსა და სტამბოლში ცხოვრობდა[6].

სინანოღლუ ორჯერ იყო ნობელის პრემიის ნომინანტი ქიმიის დარგში.

გარდაიცვალა 2015 წლის 19 აპრილს, მაიამიში, ფლორიდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. In memoriam: Oktay Sinanoğlu, renowned theoretical chemistიელის უნივერსიტეტი, 2015.
  2. Resmi Gazete, 17 Kanunuevvel 1933, no: 2580 and Resmi Gazete, 24 Mayis 1937, Hariciye Vekaleti Kararnamesi
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-02. ციტირების თარიღი: 2017-05-20.
  4. Nüzhet Haşim Sinanoğlu, "Petrarca", Köy Hocası Matbaası, Ankara 1931. Page 12. "en yanılmaz usul, garp kültürünün köklerini tetkik etmek, o kültürü benimsemektir. Ankara, 2.VIII. 1931 N. Haşim Sinanoğlu"
  5. T.C. Resmi Gazete 19.7.1938 p.1 Hariciye Kararnamesi (Decree of the Ministry of Foreign Affairs): "9. degree consular employee Nüzhet Haşim Sinanoğlu appointed to the capital (Ankara) with same degree. Sign: K. Ataturk 11 July 1938." (Dokuzuncu dereceden memur Nüzhet Haşim Sinanoğlu, derecesiyle merkeze... İmza: K. Atatürk, 11 Temmuz 1938."
  6. 6.0 6.1 6.2 „In memoriam: Oktay Sinanoğlu, renowned theoretical chemist“. Yale News. 2015-04-20. ციტირების თარიღი: 2015-04-21.
  7. 7.0 7.1 „Oktay Sinanoğlu hayatını kaybetti - Oktay Sinanoğlu Kimdir?“. Sabah (Turkish). 2015-04-20. ციტირების თარიღი: 2015-04-22.
  8. 8.0 8.1 „Paula Armbruster Is Married at Yale“. The New York Times. 1964-01-12. ციტირების თარიღი: 2015-04-21.