ოსკარ ფელცმანი
ოსკარ ფელცმანი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 18 თებერვალი, 1921[1] [2] [3] [4] |
დაბ. ადგილი | ოდესა[1] |
გარდ. თარიღი | 3 თებერვალი, 2013[1] [2] [3] [4] (91 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი[1] |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო |
საიტი | feltzman.narod.ru |
ოსკარ ფელცმანი ვიკისაწყობში |
ოსკარ ბორისის ძე ფელცმანი (რუს. Оскар Борисович Фельцман; დ. 18 თებერვალი, 1921, ოდესა, უკრაინის სსრ, საბჭოთა კავშირი — გ. 3 თებერვალი, 2013, მოსკოვი, რუსეთი) — უკრაინაში დაბადებული საბჭოთა და რუსი კომპოზიტორი, ვლადიმირ ფელცმანის მამა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოსკარ ფელცმანი დაიბადა 1921 წლის 18 თებერვალს ოდესაში. არის ბორის ოსიპოვის ძე ფელცმანის ვაჟი (ლიტველი ებრაელი ორთოპედიული ქირურგი, რომელიც ასევე ფორტეპიანოზე პროფესიონალურად უკრავდა). ხუთი წლის ასაკიდან სწავლობდა მუსიკას. ვიოლინოს სწავლობდა პიოტრ სტოლიარსკი ასწავლიდა, ხოლო ფორტეპიანოს ბერტა რეინბალდთან, რომელიც ასევე ასწავლიდა ემილ გილელსს და ტატიანა გოლდბარკს. 6 წლის ასაკში, მან პირველი მუსიკალური კომპოზიცია შექმნა ფორტეპიანოსთვის სახელად „შემოდგომა“.
ფელცმანმა 1939 წელს დაამთავრა ოდესის პიოტრ სტოლიარსკის მუსიკალური სკოლა, სადაც კომპოზიტორ ნიკოლაი ვილინსკისთან ერთად სწავლობდა კომპოზიციებს. შემდეგ ფელცმანი ჩაირიცხა მოსკოვის კონსერვატორიაში, სწავლობდა ვიისარიონ შებლინის ზედამხედველობის ქვეშ, რომელმაც ფელცმანის კომპოზიციის სწავლებისთვის ვილისკის მოსკოვის კონსერვატორიის სახელით მადლობის წერილი დაწერა.[5][6]
მეორე მსოფლიო ომის დროს, ფელტსმანი ევაკუირებულ იქნა ნოვოსიბირსკში, 20 წლის ასაკში გახდა ციმბირის კომპოზიტორთა კავშირის აღმასრულებელი მდივანი, სადაც მან დაწერა მუსიკა ფილარმონიის, ლენინგრადის ალექსანდრიინსკის თეატრისა და ბელორუსის ებრაული თეატრისათვის. ამავე პერიოდში ფელცმანმა დაწერა ოპერეტა, რომელიც დაფუძნებულია ვალენტინ კატაევის პიესის მიხედვით „ცისფერი შარფი“; იგი გაზეთ „პრავდაში“ გააკრიტიკეს. 1941 წელს ოსკარ ფელცმანი დაქორწინდა ევგენია კაიდანოვკაიაზე — მოსკოვის კონსერვატორიის საგუნდო დირიჟორული ფაკულტეტის სტუდენტზე. იგი მოსკოვში ნოვისბირსკიდან 1945 წელს დაბრუნდა.
1948 წელს მოსკოვში მდებარე ოპერეტა თეატრში შედგა მისი მუსიკალური კომედია Air castle-ის პრემიერა, ხოლო 1952 წელს შედგა კიდევ ორი პრემიერა: ოპერეტა თეატრში Suvorochka და სტანისლავკის თეატრში Mediterranean Sea Make a Noise. ამ ხნის განმავლობაში ფელცმანმა ასევე დაიწყო მუსიკის დაწერა ცირკებისა და ბავშვთა მრავალფეროვანი შოუსთვის. ასევე 1952 წელს, ფელცმანმა თავისი ვიოლინოს კონცერტი სამ ნაწილად დაწერა. ამის შემდეგ მან დაწერა რამდენიმე სიმღერა - პირველი მათგანი კრუიზი იყო, რომელიც ეყრდნობოდა ბ. დრაგუნსკის და ლ. დავიდოვიჩის ლექსებს/პოემებს და შესრულდა ლეონიდ უტიოსოვის მიერ. შემდგომში ფელმანი თანამშრომლობდა არაერთ გამოჩენილ რუს პოეტთან, მათ შორის: ანდრეი ვოზნესენსკისთან, რასულ გამზატოვთან, ევგენი დოლმატოვსკისთან, მიხაილ მატუსოვსკისთან, ი. კოანოვსკისთან, მარკ ლისიანსკისთან, ლევ ოშანინთან, რობერტ როჟდესტვენსკისთან, ვ. ხარიტონოვთან, ი შაფარანთან, მ. ტანიჩთან , ვ. ორლოვი, ნ. ოლევი, მ. რიაბინინი. მის მუსიკას ასრულებდნენ შესანიშნავი მომღერლები, მათ შორის: ლ. უტესოვი, მარკ ბერნსი, ვლადიმერ ტროშინი, იოსებ კობზონი, მუსულმან მაგომაევი, ედიტა პიეხა, ედუარდ ხილი, ვ. ტოლკუნოვა, იური გულიაევი, გ. ოცი, ლევ ლეშჩენკო, ო. ანოფრიევი, მ. პაჰომენკო და ლეონიდ სერებრენიკოვი.
მისი ყველაზე პოპულარული სიმღერა იყო „ხეობის შროშანი“ («Ландыши»), რომელიც ოლგა ფადეევას ლექსებით დაიწერა და პრემიერაზე ჟელენა ელიკანოვამ იმღერა.
ოსკარ ფელცმანი გარდაიცვალა 2013 წლის 3 თებერვალს, 91 წლის ასაკში, მოსკოვში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Deutsche Nationalbibliothek Record #123753651 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 4.0 4.1 Musicalics
- ↑ Oscar Feltsman interview I დაარქივებული 2022-04-07 საიტზე Wayback Machine. (Russian)
- ↑ Oscar Feltsman interview II დაარქივებული 2016-03-06 საიტზე Wayback Machine. (Russian)