ედიტა პიეხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ედიტა პიეხა
Edita Pieha 2015.jpg
მშობლიური სახელი რუს. Эдита Пьеха
ფრანგ. Édith-Marie Piecha
პოლ. Edyta Maria Piecha
დაბადების თარიღი 31 ივლისი, 1937 (1937-07-31) (84 წლის)
ნუაიელ-სუ-ლანსი, პა-დე-კალე, საფრანგეთი
მოქალაქეობა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
პოლონეთის დროშა პოლონეთი
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
რუსეთის დროშა რუსეთი
ეთნიკურად პოლონელი
ალმა-მატერი ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი
აქტიური 1955–დღემდე
მეუღლე(ები) ალექსანდრე ბრონევიცკი
ჯილდოები II ხარისხის ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ III ხარისხის ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ IV ხარისხის ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“
შრომის წითელი დროშის ორდენი ხალხთა მეგობრობის ორდენი მედალი „შრომითი მამაცობისათვის“ საიუბილეო მედალი „მამაცური შრომისათვის (საბრძოლო მამაცობისათვის). ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად»
მედალი „შრომის ვეტერანი“
ჟანრი ესტრადა
საიტი edyta.ru

ედიტა სტანისლავის ასული პიეხა (რუს. Эдита Станиславовна Пьеха; დ. 31 ივლისი, 1937, ნუაიელ-სუ-ლანსი, საფრანგეთი) — საბჭოთა და რუსი საესტრადო მომღერალი. სსრკ სახალხო არტისტი (1988).[1]

დაიბადა პოლონელი მეშახტე-ემიგრანტის ოჯახში. 1946 წლიდან ცხოვრობდა პოლოეთში, 1955-დან — საბჭოთა კავშირში. 1964 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი (ფსიქოლოგიის განყოფილება). მღეროდა სტუდენტურ ანსამბლში ალექსანდრე ბრონევიცკის (პიეხას ქმარი 1957–1976 წლებში) ხელმძღვანელობით. 1956 წელს ანსამბლმა მიიღო სახელწოდება «Дружба» („მეგობრობა“), ედიტა სოლისტი გახდა, 1957 წელს ანსამბლი ლენკონცერტის შემადგენლობაში შევიდა. 1959 წელს ჯაზის პროპაგანდისათვის დაშალეს (შემდგომში აღდგა). 1957 წელს გამოვიდა პირველი გრამფირფიტა ედიტა პიეხას ჩანაწერებით. 1960–70-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბჭოთა საესტრადო მომღერალი იყო. სიმღერებს შორის აღსაიშნავია «Огромное небо» („უზარმაზარი ცა“, მუსიკა ოსკარ ფელცმანისა, ტექსტი რობერტ როჟდესტვენსკისა; 1968 წელს სამი ოქროს მედალი მიიღო სოფიაში გამართულ სტუდენტებისა და ახალგაზრდების საერთაშორისო ფესტივალში), «Город детства» („ბავშვობის ქალაქი“, მუსიკა ფრენკ მილერისა, ტექსტი როჟდესტვენსკისა), «Венок Дуная» („დუნაის გვირგვინი“, მუსიკა ფელცმანისა, ტექსტი ევგენი დოლმატოვსკისა), «Хорошо» („კარგად“, მუსიკა ბრონევიცკისა, ტექსტი მიხეილ იაკოვლევისა), „Так уж бывает“ („ასე უკვე ხდება“, მუსიკა იან ფრენკელისა, ტექსტი მიხეილ ტანიჩისა), «Белый свет» („თეთრი შუქი“, მუსიკა ფელცმანისა, ტექსტი ტანიჩისა), სიმღერათა სერია ლენინგრადზე. გასტროლებზე დადიოდა მრავალ ქვეყანაში. გადაღებულია ფილმებში „რეზიდენტის ბედი“ (1968), „გამოუსწორებელი მატყუარა“ (1973), „ბრილიანტები პროლეტარიატის დიქტატურისათვის“ (1975) და სხვ.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бахарева Н. Э. Пьеха: Признание в любви. — СПб., 2007.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Лебедева О. С. ПЬЕХА // Большая российская энциклопедия. т. 28. — М., 2015. — стр. 76.