ორესტ სკარლატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ორესტ სკარლატო
Orest Scarlato.jpg
დაბ. თარიღი 21 აგვისტო 1920(1920-08-21)
დაბ. ადგილი ნოვორჟევი, ფსკოვის გუბერნია, საბჭოთა რუსეთი
გარდ. თარიღი 13 ოქტომბერი 1994(1994-10-13) (74 წლის)
გარდ. ადგილი დარმშტადტი, გერმანია
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Russia.svg რუსეთი
სამეცნიერო სფერო ბიოლოგია და ზოოგეოგრაფია
მუშაობის ადგილი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი და მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“

ორესტ სკარლატო (რუს. Орест Александрович Скарлато; დ. 21 აგვისტო, 1920, ნოვორჟევი, რსფსრ — გ. 13 ოქტომბერი, 1994, დარმშტადტი, გერმანია) — რუსი ზოოლოგი, მალაკოლოგი და ჰიდრობიოლოგი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1981), რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1992). 1974 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.

ლენინგრადის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარებისთანავე სკარლატო მოქმედ არმიაში გაიწვიეს. 1945 წელს დაბრუნდა უნივერსიტეტში და დასპეციალდა ჯერ ჰიდრობიოლოგიის, მოგვიანებით ვალენტინ დოგელის ხელმძღვაენელობით უხერხემლოთა ზოოლოგიის კათედრაზე. ლენინგრადის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჩააბარა ზოოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, სადაც კარგი ჰიდრობიოლოგიური განათლება მიიღო.

ძირითადად შეისწავლიდა ორსაგდულიან მოლუსკებსა და წყნარი ოკეანის ჩრდილო ნაწილის ზონალურ ზოოგეოგრაფიულ საკითხებს. სამეცნიერო კვლევებთან ერთად ეწეოდა დიდ სამეცნიერო-საორგანიზაციო სამუშაოებს. 1994 წელს გახდა იაპონიის ქალაქ ნაგანოს პალეონტოლოგიის მუზეუმის საპატიო დირექტორი. ორესტ სკარლატო 230-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და რამდენიმე მონოგრაფიის ავტორია. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]