ორბელიანების კუნძული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ორბელიანების კუნძული — ახალი ბაღი მეიდნისა, მადათოვის კუნძული, ყოფილი კუნძული თბილიში, ორბელიანთუბანში, მტკვარზე. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ესაზღვრებოდა გარეთუბანი, მარცხენა სანაპიროზე კი სოფელი კუკია. ადრინდელი სახელია "ახალი ბაღი მეიდნისა" მეიდანთან სიახლოვის გამო. თავდაპირველად ეკუთვნოდა ქართლის სამეფო კარს. 1751 წელს ქართლის მეფემ თეიმურაზ II-მ სარდალ რევაზ ორბელიანს უწყალობა "გარეთუბანს მეიდნის პირზედ… სახასო სასახლის ადგილი" თავისი მიმდებარე ტერიტორიითურთ, რის შემდეგაც ამ უბანს სა კუნძულს ორბელიანების სახელი ერქვა XX საუკუნის 20-30-იანი წლებამდე. შემდეგ კუნძული ორბელიანებისაგან იყიდა ვ. მადათოვმა. მიუხადავათ იმისა რომ XIX საუკუნის მე-2 ნახევარში კუნძული ქალაქის საკუთრება იყო ოფიციალურად თუ არაოფიციალურად. დოკუმენტებში იგი მადათოვის კუნძულის სახელითაა ცნობილი და მოხსენიებული. ასევე იხსენიება იგი მხატვრულ ნაწარმოებებში.

ორბელიანების კუნძულზე XIX საუკუნის მე-2 ნახევრიდან იდგა სხვადასხვა სახის და დანიშნულების ნაგაბობები, ძირითადად სამხ. საწყობი, ციოგჰაუზი, იგი აღალის გასაჩერებელი ადგილიც იყო. მ. ვორონცოვის დროს კუკიისა და გარეუბნის შესაერთებლად დაიწყო ქვითკირის ბურჯებზე შემდგარი ხიდების მშენებლობა (1850-1853) იმ ადგილას, სადაც მტკვარი ორად იტოტებოდა და ორბელიანების კუნძული მდებარეობდა. მტკვარზე აგებული ორი ხიდის შესაერთებლად ადგილი რომ აეწიათ, ორბელიანების კუნძულზე დიდძალი მიწა დაყარეს, რის შედეგადაც გაჩნდა ახალი ქუჩა, რის გაყოლებითაც გარდიგარდმო, დაიდგა სავაჭრო დუქნები და ფარდულები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლობედია თბილისი, თბ., 2002, გვ 720.