ორბელიანთუბანი
ორბელიანთუბანი — გარეთუბნის მიკროუბანი გიორგი ათონელის ქუჩასა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს შორის.
როგორც ტოპონიმი XVIII საუკუნის II ნახევრიდან გაჩნდა, როცა ქართლის მეფემ თეიმურაზ II-მ სარდალ რევაზ ორბელიანს სამეფო სახლისადმი დიდი დამსახურებისთვის გარეთუბანში უბოძა სახასო, სამეფო ნასახლარი:
XVIII საუკუნის II ნახევრიდან ორბელიანებს ეს ადგილი არ მიუტოვებიათ XIX საუკუნის ბოლომდე. ორბელიანების სასახლე იდგა დაახლოებით იმ ადგილას, სადაც დღეს აშშ საელჩოა. ყაბახს-ასპარეზს ორბელიანების ბაღს უწოდებდენ, სადაც ცხოვრობდენ ვახტანგ და მაიკო ორბელიანები. ამჟამად ორბელიანების ნამოსახლარიდან შემორჩენილია გალავნის კოშკი და XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები. ტოპონიმი ორბელიანთ უბანი დღესაც არსებობს. 1985 წელს დასრულდა ამ უბნის რეკონსტრუქცია აღებული იქნა ზედმეტი ნაგებობანი, რომლებიც არ წარმოდგნენ ისტორიულ ღირებულებას. ნაწილი მოსახლეობისა შეასახლეს ახალ ბინებში დანარჩენი ბინები კეთილ მოწყობილია. პირველ სართულზე განლაგებული სათავსების ნაწილი ადაპტირებული იქნა მცირე რესტორნებად, კაფეებად, მაღაზიებად, დუქნებად, სახელოსნებად. მოეწყო მცირე სკვერები და საყრდები კედლები. ერთ-ერთ სკვერში დაიდგა მემედ აბაშიძის მონუმენტი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 720