ონომატოპეა
იერსახე
ონომატოპეა (ბერძნ. όνομα „სახელი“ და ποιέω „ვაკეთებ, ვქმნი“) — ხმაბაძვით წარმოშობილი სიტყვა, ხმაბაძვითი სიტყვა.
ხმაბაძვა არის სამეტყველო ბგერებით ბუნების მოვლენათა თანმხლები ხმების, ცოცხალ არსებათა ხმიანობის (ყვირილის, სტვენის და სხვ.) მიახლოებითი გადმოცემა. ამის საფუძველზე შექმნილი სიტყვების რამდენიმე სახეობა განირჩევა მათი ფორმებისა და ფუნქციების მიხედვით:
- საკუთრივ ხმაბაძვა, ანუ ფორმაუცვლელი ბგერათკომპლექსით ხმიანობის მიახლოებითი გადმოცემა (და არა აღნიშვნა): მაგ., ყიყლიყო, გუგუ, ტკაც.
- ხმაბაძვის საფუძველზე ამა თუ იმ ხმიანობის აღნიშვნა ფორმაცვალებადი სიტყვებით: მაგ., შრიალი, ტკაცუნი, ხარხარი.
- ხმაბაძვის საფუძველზე მოვლენებისა და არსებების (და არა მათი ხმიანობის) აღნიშვნა ფორმაცვალებადი სიტყვებით: მაგ., გუგული, ჭრიჭინა, ტკაცუნა.
ონომატოპეა სხვადასხვა ენაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთი და იგივე ხმიანობა სხვადასხვაგვარად ფასდება და გადმოიცემა სხვადასხვა ენაში ამ ენათა ბგერითი წყობის შესაბამისად. მაგალითად, მამლის ხმა სხვადასხვა ენაში გადმოიცემა შემდეგნაირად:
- ქართულში — ყიყლიყო
- არაბულში — კუკუ კუკუკუ
- ბულგარულში — კუკურიგუ (кукуригу)
- ფრანგულში — კოკორიკო (cocorico)
- ინგლისურში — კუკ ა დუდლ დუ (cock a doodle doo)
- გერმანულში — კიკერიკი (kikeriki)
- ბერძნულში — კიკირიკუ (κικιρίκου)
- უნგრულში კუკურიკუ (kukurikú)
- იტალიურში — კიკირიკი (chicchirichi)
- იაპონურში — კოკეკოკო (コケコッコー, kokekokko)
- პოლონურში — კუკურიკუ (kukuryku)
- რუსულში — კუკარეკუ (кукареку)
- ესპანურში — კიკირიკი (quiquiriquí) ან კოკორიკო (cocoricó)
- თურქულში — ჲუ-ჲურჲუ-ჲუ (ü-ürü-üüü [yʔyryʔyː])
- ფილიპინურში — ტიკტილაოკ (tiktilaok)
- ტამილურში — კაკარა-კო-კო (kokkara-ko-ko)
- ებრაულში — კუკუ რიკუ (קוקוריקו, kúku ríku)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯაფარიძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 536.
- Smyth, Herbert Weir (1920). Greek Grammar. Cambridge MA: ჰარვარდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 680. ISBN 0-674-36250-0.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Derek Abbott's Animal Noise Page დაარქივებული 2011-02-17 საიტზე Wayback Machine.
- Over 300 Examples of Onomatopoeia დაარქივებული 2012-05-31 საიტზე Wayback Machine.
- BBC Radio 4 show discussing animal noises
- Tutorial on Drawing Onomatopoeia for Comics and Cartoons (using fonts) დაარქივებული 2007-05-02 საიტზე Wayback Machine.
- WrittenSound, onomatopoeic word list
- Examples of Onomatopeia