ოთარ ლესელიძე
ოთარ კონსტანტინეს ძე ლესელიძე | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 20 აგვისტო, 1926 |
დაბადების ადგილი | ოზურგეთი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 13 მაისი, 1981 |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
კუთვნილება | საბჭოთა კავშირი |
ჯარის სახეობა | არტილერია |
სამხედრო სამსახურის წლები | 1943 — 1978 |
წოდება | პოლკოვნიკი |
ბრძოლები/ომები | მეორე მსოფლიო ომი |
ოთარ კონსტანტინეს ძე ლესელიძე (დ. 20 აგვისტო, 1926 — გ. 13 მაისი, 1981) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. გენერალ-პოლკოვნიკ კონსტანტინე ლესელიძის ვაჟი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოთარ კონსტანტინეს ძე ლესელიძე დაიბადა 1926 წლის 20 აგვისტოს ოზურგეთში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. მამა — კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ლესელიძე იყო საბჭოთა მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი.
1933-1942 წლებში სწავლობდა თბილისის მე-4 რკინიგზის სკოლაში. 1942 წელს მარტში საგზაო მინისტრის ბრძანებით გადაყვანილი იქნა მე-8 კლასიდან რკინიგზის ტექნიკუმში.
1942 წელს სექტემბერში მოეწყო მე-4 სარკინიგზო სკოლასთან არსებულ საღამო სკოლაში, თან პარალელურად სწავლობდა ტექნიკუმში. 1943 წლის მაისში ჩააბარა საშუალო სკოლის მთლიანი საგამოცდო კურსი და მეორე კურსის ტექნიკუმიდან გამოვიდა.
1943 წელს ჩრდილოეთ-კავკასიის ფრონტის 18-ე არმიის დაცვის 28-ე ცალკეული ასეულის მსროლელი. 1943 წლის აგვისტოდან 1943 წლის სექტემბრამდე თბილისის საარტილერიო სასწავლებელთან არსებული საკანდიდატო ბატარეის წითელარმიელი. 1943-1945 წლებში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის თბილისის საარტილერიო სასწავლებლის კურსანტი. 1945 წელს 392-ე მსროლელი დივიზიის 955-ე საარტილერიო პოლკის ოცეულის მეთაური. 1945-1947 წლებში კიევის სამხედრო ოლქის 315-ე განსაკუთრებული სიმძლავრის ცალკეული საარტილერიო დივიზიონის ოცეულის მეთაური.
1947-1948 წლებში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 1-ი გვარდიული მექანიზირებული მსროლელი დივიზიის 909-ე საჰაუბიცო საარტილერიო პოლკის ბატარეის მართვის ოცეულის მეთაური. 1948-1949 წლებში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 414-ე მსროლელი დივიზიის 955-ე საჰაუბიცო საარტილერიო პოლკის ბატარეის უფროსი ოფიცერი. 1949 წელს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 414-ე მსროლელი დივიზიის 955-ე საჰაუბიცო საარტილერიო პოლკის ბატარეის მეთაური. 1949-1950 წლებში ოფიცერთა უმაღლესი საარტილერიო სკოლის მსმენელი. 1949 28 ნოემბერიდან 28 დეკემბრამდე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 414-ე მსროლელი დივიზიის 955-ე საჰაგაუბიცო საარტილერიო პოლკის ბატარეის მეთაური. 1951 წელს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის თბილისის სამთოსაარტილერიო სასწავლებლის უზრუნველყოფის ბატარეის მეთაური. 1951-1953 წლებში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის თბილისის სამთო-საარტილერიო სასწავლებლის კურსანთა ბატარეის მეთაური. 1953-1958 ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მე-10 გვარდიული სამთო-მსროლელი დივიზიის 29-ე გვარდიული საარტილერიო პოლკის ბატარეის მეთაური. 1958-1959 ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 31-ე განსაკუთრებული საარმიო კორპუსის მე-10 გვარდიული სამთო-მსროლელი დივიზიის 29-ე გვარდიული საარტილერიო პოლკის დივიზიონის შტაბის უფროსი. 1959-1961 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კაფედრის არტილერიის მასწავლებელი. 1961-1962 წლებში სამხედრო ნაწილის 83781 ოპერატიული განყოფილების უფროსის მოადგილე. 1962 წლიდან სამხედრო საარტილერიო აკადემიის უმაღლესი აკადემიური კურსების სმენელი. 1963-1966 წლებში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მე-4 არმიის 77032 სამხედრო ნაწილის შტაბის უფროსი — სამხედრო ნაწილის მეთაურის მოადგილე. 1966-1970 წლებში სამხედრო ნაწილის 55503 შტაბის უფროსი – სამხედრო ნაწილის მეთაურის მოადგილე. 1970-1978 წლებში ამიერკავკასიის წითელდროშოვანი სამხედრო ოლქის ბაქოს 26 კომისართა სახელობის თბილისის უმაღლესი საარტილერიო სამეთაურო წითელდროშოვანი სასწავლებლის კურსანტთა დივიზიონის მეთაური. 1971 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება.
დათხოვნილია სამხედრო სამსახურიდან თადარიგში (ავადმყოფობის გამო) სამხედრო ფორმის ტარების უფლებით. ამორიცხულია სასწავლებლის პირადი შემადგენლობის სიიდან 1978 წლის 18 ნოემბრიდან.
ოთარ ლესელიძე გარდაიცვალა 1926 წლის 20 აგვისტოს თბილისში. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლკოვნიკი ოთარ კონსტანტინეს ძე ლესელიძე დაჯილდოებულია მედლებით.
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1970 წლის 24 სექტემბრის ბრძანებულებით დააჯილდოვა ლესელიძე ოთარი კონსტანტინეს ძე ოფიცერთა კადრების მომზადების საქმეში მიღწეული წარმატებებისათვის და სასწავლებლის დაარსების ორმოცდაათ წელთან დაკავშირებით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1976 წლის 24 სექტემბრის ბრძანებულებით დააჯილდოვა ლესელიძე ოთარი კონსტანტინეს ძე ნაყოფიერი სასწავლო-აღმზრდელობითი და სამხედრო პატრიოტული მუშაობისათვის, დაბადების ორმოცდაათ წელთან დაკავშირებით საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.
სამხედრო წოდებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 თებერვალი, 1945 — უმცროსი ლეიტენანტის.
- 16 აპრილი, 1947 — ლეიტენანტი.
- 19 სექტემბერი, 1950 — უფროსი ლეიტენანტი.
- 22 იანვარი, 1955 — კაპიტანი.
- 30 აპრილი, 1955 — მაიორი.
- 10 ივლისი, 1964 — პოდპოლკოვნიკი.
- 12 აპრილი, 1971 — პოლკოვნიკი
ფილმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „Город-герой Новороссийск“.. (1974). ოპერატორები: ე. აკურატოვი, ვ.მიკოშა, ი. ლეონგარდტი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დავითაშვილი მ., ლესელიძე, თბილისი, 1975.
- ოთარ ლესელიძე, სამშობლოსათვის დაფერფლილი გული „ნაკადული“, თბილისი, 1985,
- ნ. ჩახვაშვილი. გენერალ პოლკოვნიკი კონსტანტინე ლესელიძე. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი,