ოთარ ბაგრატიონ-მუხრანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ოთარ ვლადიმერის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი (დ. 5 მაისი, 1920, თბილისი — გ. 20 სექტემბერი, 1988, იქვე) — ქართველი არქიტექტორი. საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი (1967). დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1977).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1943 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1946–1964 წლებში მუშაობდა მშენებლობაზე და სხვადასხვა საპროექტო დაწესებულებაში. 1964–1988 — ტიპობრივი და ექსპერიმენტული დაპროექტების თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (1966–1976 მთავარი არქიტექტორი). ნამუშევრები: დასასვენებელი სახლი გუდაუთაში (1953), თბილისში — ორთაჭალჰესის შენობა და ხიდი (1955; ორივე თ. მარგველაშვილთან ერთად), „საქქალაქმშენსახპროექტის“ საწარმოო კორპუსი (1969; ს. რევიშვილთან, ა. საბაშვილთან, ლ. ჩოფიკაშვილთან, გ. ხიზანიშვილთან ერთად) და რესტორანი „კასპი“ (1985, ვ. სიხარულიძესთან, გ. ხეჩინაშვილთან ერთად), სასტუმრო „კოლხეთი“ ქობულეთში (1983; მ. ეძგერაძესთან, ა. ქურდიანთან, ერთად, საქართველოს მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემია, 1985), მოსკოვში — დღევანდელი საქართველოს საელჩოს სასტუმრო (1977; გ. ტონიასთან ერთად) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კინწურაშვილი ს., მაისურაძე მ., ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 321, თბ., 1997