ალექსანდრე საბაშვილი
ალექსანდრე საბაშვილი (დ. 26 თებერვალი, 1917, ბათუმი — გ. 1971) — ქართველი არქიტექტორი. საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრი. დიდი სამამულო ომის (1941–1945) მონაწილე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალექსანდრე საბაშვილი დაიბადა ბათუმში. 1941 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი თბილისში.
მსახურობდა არქიტექტორად საბჭოთა კავშირის საავიაციო მრეწველობის სამინისტროს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში (მოსკოვი, 1946), „საქკომუნპროექტში“ (1947, შემდგომში — „საქქალაქმშენსახპროექტი“); 1954 წლიდან გარდაცვალებამდე იყო დირექტორი.
ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საცხოვრებელი სახლები ფილისა და ტუშინოში (1946, ვ. საუკესთან ერთად), ადმინისტრაციული ცენტრები თერჯოლაში, ტყიბულსა და ზუგდიდში (1948), ი. სტალინის ძეგლი გურჯაანში (1949); თბილისში: მწერალ კონსტანტინე გამსახურდიას საცხოვრებელი სახლი „კოლხური კოშკი“ (1948), საცხოვრებელი სახლი ზ. ფალიაშვილის ქუჩაზე (1949; გ. გრესელთან ერთად), სპორტული კომპლექსი (1949; ვ. ბერიძესთან ერთად), საცხოვრებელი სახლი ვ. ბარნოვის ქუჩაზე (1956; შ. დავითაშვილთან და ნ. მესხთან ერთად), „საქქალაქმშენსახპროექტის“ ადმინისტრაციული შენობა (1962; ს. რევიშვილთან, დ. ჩოფიკაშვილთან და სხვებთან ერთად), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპლექსი (1970; შ. კაჭკაჭიშვილთან, ლ. მეძმარიაშვილთან და სხვებთან ერთად) და სხვა.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1961 — საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
- საპატიო ნიშნის ორდენი
- საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 762, ISBN 99928-20-32-2.
- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, გვ. 494, თბ., 2017.