შინაარსზე გადასვლა

არჩილ ქურდიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქურდიანი.

არჩილ ქურდიანი (დ. 13 მარტი, 1903, თბილისი — გ. ოქტომბერი, 1988) — ქართველი არქიტექტორი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961), სსრკ სახალხო არქიტექტორი (1970).

დაიბადა ქართველი ინჟინრის გრიგოლ ქურდიანის ოჯახში. 1922-1929 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1936-1944 წლებში იყო თბილისის მთავარი არქიტექტორი. 1948 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1959-1962 წლებში იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე. 1960 წელს გახდა პროფესორი.

  • საქართველოს სსრ პავილიონი საკავშირო საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე მოსკოვში, 1939; გ. ლეჟავას მონაწილეობით, სსრკ სახელმწიფო პრემია 1941
  • დინამო არენა, 1933-1937, რეკონსტრუქცია 1976, გ. ქურდიანთან ერთად
  • ტელეცენტრი, პირველი რიგი 1957, მეორე რიგი 1974; ქ. ფორაქიშვილ-სოკოლოვასთან, გ. ქურდიანთან, გ. აბაშიძესთან ერთად
  • დიდუბის ხიდი
  • იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი გორში, 1956, ქ. ფორაქიშვილ-სოკოლოვასთან ერთად
  • სასტუმრო ინტურისტი გორში, ქ. ფორაქიშვილ-სოკოლოვასთან ერთად

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]