უსრული სოკოები
უსრული სოკოები | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
| ||||||||
ლათინური სახელი | ||||||||
Fungi imperfecti ან Deuteromycetes | ||||||||
|
უსრული სოკოები (ლათ. Fungi imperfecti ან ლათ. Deuteromycetes) — სოკოების ყველაზე დიდი კლასი. აერთიანებს 30000-მდე სახეობას. აქვთ მრავალუჯრედიანი, კარგად დატოტვილი მიცელიუმი, რის გამოც უნდა მიეკუთვნოს ჩანთიან ან ბაზიდიუმიან სოკოებს, მაგრამ ჩვეულებრივ მრავლდებიან უსქესოდ — კონიდიუმებით და ამდენად წარმოადგენენ დამოუკიდებულ ჯგუფს.
უსრული სოკოები ბუნებაში ფართოდ არიან გავრცელებულიი. მრავალი მათგანი იწვევს სოფლის მეურნეობის კულტურების, ცხოველისა და ადამიანის საშიშ დაავადებებს, ზოგერთი კი სახალხო მეურნეობასა და მედიცინაში გამოიყენება. ნაყოფიანობის თავისებურების მიხედვით გამოყოფილია უსრული სოკოების 3 რიგი: ჰიფომიცეტები, მელანკონიასნაირნი და სფეროფსიდასნაირნი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ი. ნახუცრიშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 186.