შინაარსზე გადასვლა

ობზორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ობზორ“ — ყოველდღიური პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთი პროგრესულ-დემოკრატიული მიმართულებისა. გამოდიოდა თბილისში 1878—1883 წლებში რუსულ ენაზე; დააარსა და რედაქტორ-გამომცემელი იყო ნიკო ნიკოლაძე. გაზეთმა თავიდანვე შემოიკრიბა რუსეთისა და ევროპის გამოჩენილი მოღვაწეები. აშუქებდა თანამედროვეობის აქტუალურ პოლიტიკურ და ლიტერატურულ მოვლენებს. თანამშრომლობდნენ გ. უსპენსკი, ა. პალმი, ი. თხორჟევსკი, ნ. სიმბორსკი და სხვები. საკუთარი კორესპონდენტები „ობზორს“ ჰყავდა რუსეთისა და ევროპის დიდ ქალაქებში — ოდესაში — ბელოტრისტი ი. სვედენცოვი, პეტერბურგში — მ. პესკოვსკი, ვენაში — პოლონელი პუბლიცისტი დ. ბაგნიცკი, ლონდონში — გლაზგოს უნტის პროფესორი ჯ. ფორდესი, რომელთა წერილები და კორესკონდენციები საინტყერესოს ხდიდა გაზეთს. „ობზორ“ დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამიერკავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც. ხელისუფლების საწინააღმდეგო მასალების გამოქვეყნებისათვის ცენზურა სისტემატურად დევნიდა გაზეთს, რომლის გამოცემა რამდენიმეჯერ შეაჩერეს კიდეც.