შინაარსზე გადასვლა

ნოდარ გუგუშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოდარ გუგუშვილი
მშობლიური სახელი ნოდარ გუგუშვილი
დაბადების თარიღი 28 სექტემბერი, 1927
ეწერი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი
გარდაცვალების თარიღი 25 ოქტომბერი, 1996 (69 წლის)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრ კავშირი
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესია ჟურნალისტი
საქმიანობა გაზეთი „ლელო“, ჟურნალი „მართვე“, საქართველოს რადიო და ტელევიზია
აქტიური 1950–1996
ცნობილია როგორც სპორტული ჟურნალისტი
წოდება საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი
მ. კაკაბაძის სახელობის პრემია

ნოდარ ევგენის ძე გუგუშვილი (დ. 28 სექტემბერი, 1927, სოფ. ეწერი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, — გ. 25 ოქტომბერი, 1996, თბილისი) — ქართველი სპორტული ჟურნალისტი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი (1976).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1950 წელს. იმავე წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა გაზეთ „ლელოში“, ასევე სპორტულ კომენტატორად საქართველოს რადიოსა და ტელევიზიაში (1976–1980), ჟურნალ „მართვეს“ რედაქტორად (1984–1992),[1]ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქციის სპორტის სამეცნიერო საბჭოს წევრად (1966 წლიდან) და თავმჯდომარედ (1983 წლიდან). აშუქებდა სპორტის ისტორიის, ოლიმპიური მოძრაობის, კალათბურთის, ჭიდაობისა და ალპინიზმის საკითხებს. მიღებული ჰქონდა მ. კაკაბაძის სახელობის პრემია (1993), ღირსების ორდენი (1996) და სხვ.

  • ჩვენი ჩემპიონები, თბ., 1965;
  • ოლიმპიური ემბლემით სამყაროს გარშემო, თბ., 1973;
  • სპორტის ოქროს ზამთარი, თბ., 1976;
  • ოლიმპიური ენციკლოპედია, თბ., 1997.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]