ნიტრარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნიტრარია
RO BZ Berca Mud Volcanoes nitraria schoberi fruit.JPG
შობერის ნიტრარია
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  საპინდუსისნაირნი
ოჯახი:  ნიტრარიასებრნი
გვარი:  ნიტრარია
ლათინური სახელი
Nitraria L., 1759

ნიტრარია (ლათ. Nitraria) — ჰალოფილური მცენარეების გვარი ნიტრარიასებრთა ოჯახისა. ადრე მიეკუთვნებოდა ორყურასებრთა ოჯახს. ბუჩქებია, ზოგჯერ ეკლიანი, მორიგეობით განლაგებული მთლიანი და ხორციანი ფოთლებით. ყვავილები ორსქესიანია, 5-ნაკვთიანი, მოყვითალო ან თეთრი, ფაშარ ციმოზურ ყვავილედებში; ნაყოფი კურკიანასებური, დიდი ნაწილი წვნიანი. ცნობილია 10-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ევრაზიაში (ევროპაში — მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში), ჩრდილოეთ აფრიკასა და ავსტრალიაში.[1] საქართველოში გვხვდება შობერის ნიტრარია (N. schoberi),[2] რომელიც იზრდება უდაბნოებში, ნახევარუდაბნოებში, იშვიათად სტეპის მლაშე ნიადაგებზე, ადგილ-ადგილ წარმოქმნის სუფთა რაყებს. ნიტრარიას ნაყოფი გამოიყენება შინაური ცხოველებისა და ფრინველების საკვებად, ზოგჯერ საკვებადაც ხმარობენ. მისი ნაცარი შეიცავს პოტაშს.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Селитрянка // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 23 — М., 1976.
  2. სამცხე-ჯავახეთი : ცნობარი, თბ.: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2016. — გვ. 252.