ორყურასებრნი
იერსახე
| ორყურასებრნი | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Guaiacum officinale | ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Zygophyllaceae | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ორყურასებრნი (ლათ. Zygophyllaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბუჩქბალახები ან ბუჩქები, ზოგჯერ ხეები და ბალახებია. აქვთ მოპირისპირედ ან უფრო იშვიათად მორიგეობით განწყობილი ფოთლები, ხვეულებად, მტევნებად ან დიქაზიუმებად შეკრებილი 4- ან 5- წევრიანი ყვავილები.
ოჯახი აერთიანებს 25 გვარის 290 მ-მდე სახეობას. მათგან საქართველოში 5 გვარის (მარიამსაკმელა, ლათ. Tetradiclis, ორყურა — ლათ. Zygophyllum, კუროსთავი — ლათ. Tribulus, Nitraria) 5 სახეობაა. მრავალი ორყურასებრნი აბეზარი სარეველაა, ზოგიერთი — შხამიანია. ფილოგენეზურად უძველესი ოჯახია.
ორყურასებრნი გავრცელებულია კავკასიაში, წინა, შუა და ცენტრალურ აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთამერიკაში, სამხრეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილსა და ავსტრალიაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 587.