ნიოტა უჰურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიოტა უჰურა
რასა ადამიანი
სქესი მდედრობითი
დაბადების თარიღი 2239[1]
საქმიანობა

USS Энтерпрайз ვარსკვლავური ფლოტი USS Энтерпрайз-A

ვარსკვლავური ფლოტის აკადემია
წოდება ლეიტენანტი, კომანდერი
თანამდებობა მეკვშირე
ორგანიზაცია ვარსკვლავური ფლოტი
მონაწილეობს

ვარსკვლავური გზა: ორიგინალური სერიალი
ვარსკვლავური გზა: ანიმაციური სერიალი
ვარსკვლავური გზა: ფილმი
ვარსკვლავური გზა II: ხანის რისხვა
ვარსკვლავური გზა III: სპოკის ძიება
ვარსკვლავური გზა IV: გზა შინისაკენ
ვარსკვლავური გზა V: უკანასკნელი ზღვარი
ვარსკვლავური გზა VI: აღმოუჩენელი ქვეყანა
ვარსკვლავური გზა (2009)

ვარსკვლავური გზა: ბნელში
მსახიობი

ნიშელ ნიკოლსი

ზოი სალდანა
IMDB IMDb პროფილი

ნიოტა უჰურა (ინგლ. Nyota Uhura) — „ვარსკვლავური გზის“ პერსონაჟი. ვარსკვლავური გზა: ორიგინალური სერიალის და სრულმეტრაჟიანი ფილმების ერთ-ერთი მთავარი გმირი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიოტა უჰურა დაიბადა 2233 წლის 19 იანვარს[2].

ენტერპრაიზზე იგი დაინიშნა 2266 წელს ლეიტენანტის წოდებით. ამ ხომალდზე მსახურობდა მთელი ხუთწლიანი მისიის განმავლობაში და სევე მოგვიანებით კაპიტან დეკერისა და ადმირალ კირკის მეთაურობით.

2271 წელს უჰურამ მიიღო კომანდერის წოდება.

ფილმში სპოკის ძიება უჰურა ეხმარება კირკს, ლეონარდ მაკ-კოის და ჰიკარუ სულუს ენტერპრაიზის გატაცებაში რათა იპოვინ სპოკი პლანეტა გენეზისზე.

ამ მოვლენებისა და ენტერპრაიზის განადგურების შემდეგ უჰურა ეკიპაჟის დანარჩენ წევრებთან ერთად გადავიდა კლინგონურ ხომალდზე. ფილმში ვარსკვლავური გზა IV: გზა შინისაკენ ისინი ბრუნდებიან მეოცე საუკუნეში. უჰურა და პაველ ჩეხოვი იპარებიან ავიამზიდზე USS ენტერპრაიზი და იყენებენ ბირთვული რეაქტორის ნარჩენებს კლინგონური ხომალდის კვების წყაროს დასამუხტად. კირკი და სპოკი კი ამაშობაში შოულობენ ვეშაპებს, რპმლებიც სჭირდებათ 23-ე საუკუნეში წასაყვანად.

მათი გმირული საქციელიდან გამომდინარე მათ პატიობენ დანაშაულს. კირკს აქვეითებენ კაპიტნობამდე და ნიშნავენ მეთაურად ხომალდზე USS Enterprise-A. უჰურაც უერთდება მის ეკიპაჟს

2293 წელს იგი გადავიდა ვარსკვლავური ფლოტის აკადემიაში.

ალტერნატიული რეალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოი სალდანა უჰურას როლში

2009 წლის ფილმში ვარსკვლავური გზა ნიოტა უჰურა წარმოჩენილია როგორც აკადემიის ახალგაზრდა კადეტი, თუმცა სიუჟეტის განვითარებასთან ერთად მას აწინაურებენ ოფიცრობამდე. თავიდან მას საკმაოდ ცივი ურთიერთობა აქვს კირკთან, თუმცა საბოლოოდ იგი აღიარებს მას ენტერპრაიზის კაპიტნად.

შესამჩნევია რომანტიკური ურთიერთობის ნიშნები სპოკთან. მართალია უცნობია როდის დაიწყო ისინი, მაგრამ პირველი მინიშნება იყო როცა სპოკმა დანიშნა იგი ხომალდზე USS ფარაგუტი. უჰურამ მოითხოვა დანიშვნა ენტერპრაიზზე.

2009 წლის ფილმში უჰურას როლს ასრულებს ზოი სალდანა.

2012 წელს SFX Magazine-მ ჩაატარა გამოკითხვა სამეცნიერო ფანტასტიკის ყველაზე სექსუალური პერსონაჟების გამოსავლენად. უჰურამ სალდანას შესრულებით დაიკავა პირველი ადგილი[3].

სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვარი უჰურა წარმოდგება სიტყვიდან Uhuru, რაც სუაჰილზე თავისუფლებას ნიშნავს.

უჰურას სახელი ორიგინალური სერიალში არასოდეს დასახელებულა, თუმცა არსებობდა როგორც მინიმუმ სამი არაოფიციალური ვარიანტი: ნიოტა, (უ)პენდა და სამარა.

ყველაზე პოპულარული ვერსია იყო ნიოტა. იგი გვხვდება ორიგინალური სერიალის სცენარში.

2009 წლის ფილმმა ოფიციალურად დაადასტურა სახელი ნიოტა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.startrek.com/database_article/uhura
  2. Mandel, Geoffrey (1980). USS Enterprise Officer's Manual. 201W 18th St. Apt 20A, New York, NY. 10011: Interstellar Associates, გვ. 27, გვ. 147. 
  3. Golder, Dave. (27 March 2012) Top 200 Sexiest Characters In Sci-Fi. SFX Magazine. ციტირების თარიღი: 28 March 2012.