ზოი სალდანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზოი სალდანა
Zoe Saldana (28584925641) (cropped 2).jpg
ზოი 2016 წელს
დაბადების თარიღი 19 ივნისი, 1978 (1978-06-19) (42 წლის)
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი

ზოი სალდანა (დ. 1 დეკემბერი, 1988) — არის ამერიკელი მსახიობი. თეატრალური ჯგუფში Faces–ში მოღვაწეობის შემდეგ, სალდანას სატელევიზიო დებიუტი სერიალ Law & Order-ში 1999 წელს შედგა, ხოლო მისი ფილმოგრაფიული კარიერა ერთი წლის შემდეგ დაიწყო ფილმ Center Stage-ით (2000), სადაც მან შეასრულა ბალეტის მოცეკვავე.2009 წელს შეასრულა Neytiri-ის როლი ჯეიმზ კამერონის ფილმ Avatar-ში.

სალდაანა ცნობილი გახდა მისი როლებით სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმებში, 2009 წელს დაიწყო სალდანას ხშირი გამოჩენა ფილმებში, 2009 წელს სალდანა მოგვევლინა Nyota Uhura ფილმ Star Trek-ში და Neytiri ფილმ 2009 წლის ფილმ Avatar-ში.სალდანამ ასევე ითამაშა Gamora მარველის კინემატოგრაფიულ სამყაროში,პირველად სალდანა მარველის კინემატოგრაფიულ სამყაროში Galaxy Guardians-ში (2014)[1] გამოჩნდა. ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფილმებში მონაწილეობის გამო, მაგალითად, Avatar და Avengers: Endgame, სალდაანა 2019 წლის მდგომარეობით ყველა დროის მეორე ყველაზე მასშტაბური კინომსახიობია.[2] მისმა ფილმებმა მთლიანობაში 11 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. [3]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სალდაანა დაიბადა 1978 წლის 19 ივნისს პასაიკში, ნიუ ჯერსი.[4][5][6] მისი მამა, არრიდიო სალდანა, დომინიკელი[7] იყო, ხოლო მისი დედა, ასალია ნაზარიო,წარმოშობით პუერტო რიკოდან იყო[7].სალდანას ჰყავს ორი და, სალდანას მამა გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში, როდესაც ზოი 9 წლის იყო, ხოლო შემდეგ დედამ გადაწყვიტა რომ საცხოვრებლად შვილებთან ერთად დომინიკის რესპუბლიკაში გადასულიყო.[8]

სალდაანამ დომინიკის რესპუბლიკაში ცხოვრების დროს აღმოაჩინა თავისი ცეკვის სიყვარული და ჩაირიცხა ECOS Espacio de Danza აკადემიაში; იგი სწავლობდა ცეკვის სხვადასხვა სახეობას, [8][9], მაგრამ სალდანას ბალეტი განსაკუთრებით იზიდავდა,გარკვეული პერიოდის შემდეგ სალდანამ ცეკვას თავი დაანება. ოჯახი ნიუ–იორკში დაბრუნდა ნიუ – თაუნის საშუალო სკოლაში გატარებული დროის შემდეგ, 1995 წელს მან დაიწყო თეატრალური კარიერა ბრუკლინში, Faces თეატრალურ ჯგუფთან ერთად დგამდა ისეთ სპეკტაკლებს , რომელებიც ეხებოდა თინეიჯერებს. პარალელურად, სალდანა მონაწილეობას იღებდა ნიუ-იორკის ახალგაზრდულ თეატრის სპეკტაკლებში; მისმა გამოჩენამ Joseph and the Amazing Technicolor Dreamcoat Dreamcoat- ის პიესაში გამოიწვია ინტერესი აგენტებისგან. მისმა ადრეულმა საცეკვაო და სამსახიობო გამოცდილებამ ხელი შეუწყო მას პირველი ფილმის როლის შესრულებაში ფილმ Center Stage- ში (2000).

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის ივნისში, სალდაანა ჩაერთო თავისი დიდი ხნის მეგობარ კით ბრიტტონთან ურთიერთობაში, სალდაანამ და ბრიტტონმა 2011 წლის ნოემბერში განაცხადეს, რომ მათი 11 წლიანი ურთიერთობა შეწყდა.[10]

2013 წლის მარტში, სალდაანამ დაიწყო იტალიელი მხატვრ მარკო პერეკოსთან ურთიერთობა. ისინი ფარულად დაქორწინდნენ 2013 წლის ივნისში ლონდონში.[11] სალდანასა და პერეკოს ერთად ჰყავთ სამი ვაჟი,მათი ტყუპი შვილები დაიბადნენ 2014 წლის ნოემბერში და მესამე ვაჟი დაიბადა 2017 წლის თებერვალში. სალდაანამ განაცხადა, რომ მისი შვილები ორ ენაზე ისაუბრებენ, რადგან ის და მისი ქმარი აპირებენ რომ ისაუბრონ ესპანურად და ინგლისურად.[12]


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Shattuck, Kathryn (May 4, 2017). „Zoe Saldana, Sci-fi Queen, on the ‘Guardians’ Sequel“. The New York Times. ციტირების თარიღი: June 25, 2019.
  2. People Index. ციტირების თარიღი: 3 July 2019
  3. Zoe Saldana Movie Box Office Results. ციტირების თარიღი: 3 November 2019
  4. Brady, Tara (August 1, 2014). „Zoe Saldana: ‘I loved Star Trek. I didn’t learn until later that it was unorthodox for women to be obsessed with science fiction“. TheIrishTimes.com. The Irish Times Ltd. ციტირების თარიღი: December 27, 2017. ციტატა: „Zoe Yadira Saldaña Nazario was born in New Jersey and was raised in New York until the age of nine, when her dad was killed in a car accident. Saldana and her two sisters were subsequently sent to live with their late father’s family in the Dominican Republic. Their Puerto Rican mother remained in New York to earn enough money to pay for private school for her daughters. That must have been a massive culture shift, even for someone who was raised speaking Spanish at home.“
  5. The Official Website of Zoe Saldana – Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 23, 2010. ციტირების თარიღი: October 10, 2010.
  6. Buchanan, Jason. (January 16, 2013) Zoe Saldana – Overview. MSN. archive3.is. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 29, 2013. ციტირების თარიღი: December 27, 2017.
  7. 7.0 7.1 Velasquez, Shirley (November 3, 2015). „Zoe Saldana is Latina Magazine's December 2015/January 2016 Cover Star!“. Latina. ციტირების თარიღი: December 27, 2017.
  8. 8.0 8.1 Zoe Saldana Biography Actress, Model (1978–). The Biography Channel (FYI / A&E Networks). ციტირების თარიღი: December 27, 2017.
  9. "Zoë Saldana Biography". People. http://www.people.com/people/zoe_saldana/biography/.
  10. „Avatar's Zoe Saldana Is Engaged!“. Us Weekly. June 30, 2010. ციტირების თარიღი: December 27, 2017.
  11. Webber, Stephanie (September 10, 2013). „Zoe Saldana Marries Marco Perego in Secret Wedding Ceremony!“. Us Weekly. ციტირების თარიღი: December 27, 2017.
  12. Johnson, Zach. „Zoe Saldana Says Her Twins Will Be Bilingual“. ციტირების თარიღი: December 27, 2017.