ნინო ზაალიშვილი
ნინო მიხეილის ასული ზაალიშვილი (დ. 14 იანვარი, 1903, სტავროპოლი — გ. 13 ნოემბერი, 1971, თბილისი) — ქართველი მხატვარი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის მიხეილ ზაალიშვილის ოჯახში. დაამთავრა სტავროპოლის ქალთა გიმნაზია და მუშაობა დაიწყო პედაგოგად. მოგვიანებით სწავლა განაგრძო სკოლამდელი აღზრდის ინსტიტუტში.
1925 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე, რომელიც 1930 წელს დაამთავრა. 1937 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა ხატვას და კითხულობდა ლექციებს პლასტიკურ ანატომიაში. 1931 წლიდან სისტემატურად მონაწილეობდა თითქმის ყველა გამოფენაზე, მათ შორის არაერთხელ საკავშიროზეც. მხატვრის მიერ შესრულებულმა პორტრეტებმა და პეიზაჟებმა დიდი წვლილი შეიტანეს ქართული ხელოვნების განვითარების საქმეში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 154, თბ., 1994