შინაარსზე გადასვლა

ნინო ბრაილაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნინო პეტრეს ასული ბრაილაშვილი, ნამდვილი გვარი: ბრაილოვსკაია (დ. 19 იანვარი, 1899, ბაქო, — გ. 2 ივნისი, 1991, თბილისი) — უკრაინული წარმოშობის ქართველი მხატვარ–გრაფიკოსი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1960).

დაიბადა სამთო ინჟინრის პეტრე ბრაილოვსკის და პიანისტის თამარ ერისთავის ოჯახში. დაამთავრა ლევანდოვსკის კერძო გიმნაზია თბილისში (ახლანდ. თბილისის № 49 საჯარო სკოლა) 1917 წელს. 1919 წლიდან ხატვას სწავლობდა ნატიფ ხელოვნებათა ხელშემწყობ კავკასიის საზოგადოების სკოლაში, 1924–1929 წლებში კი — თბილისის სამხატვრო აკადემიაში.

1930 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტისა და ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში მხატვრად. მონაწილეობდა სამეცნიერო ექსპედიციებში საქართველოსა და დაღესტანში; ასრულებდა ჩანახატებს, სადაც წარმოდგენილი იყო ქართველი ხალხის შემოქმედების ყველა სახე. 1937 წელს თინათინ თუმანიშვილთან ერთად დააარსა თბილისის სათამაშოების მუზეუმი. 1964 წელს გამოსცა ქართული ეთნოგრაფიული ალბომების სერია. დაჯილდოებულია სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემიით (გარდაცვალების შემდეგ, 2003).

  • ასეთი მახსოვს საქართველო : ეთნოგრ. ჩანახატები : ალბომი (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1990. - 268გვ.. - ISBN: 5-89515-018-7.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]