ნიმი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ნიმი Nîmes | |||||
| |||||
ქვეყანა | საფრანგეთი | ||||
რეგიონი | ლანგედოკი-რუსილონი | ||||
დეპარტამენტი | გარი | ||||
კოორდინატები | 43°50′16″ ჩ. გ. 4°21′39″ ა. გ. / 43.83778° ჩ. გ. 4.36083° ა. გ. | ||||
მერი | Jean-Paul Fournier | ||||
ფართობი | 161.85 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 21–215 მ | ||||
მოსახლეობა | 144,600 კაცი (2005) | ||||
სიმჭიდროვე | 893 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | 466 | ||||
საფოსტო ინდექსი | 30000[1] და 30900[1] | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.nimes.fr/[2] | ||||
ნიმი (ფრანგ. Nîmes) — ქალაქი სამხრეთ საფრანგეთში მდებარეობს ლანგედოკი-რუსილონის რეგიონის, გარის დეპარტამენტში. 2005 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 144,600 ადამიანს, საფრანგეთის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით მას ოცდამეხუთე ადგილი უკავია. საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 893 ადამიანს. ქალაქის ფართობი შეადგენს 161.85 კმ²-ს. ქალაქის მერია ჟან პოლ ფურნი. ნიმის ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო, ხოლო ყველაზე ცივი თვეებია იანვარი და თებერვალი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ ადგილებში აღმოჩენია ადამიანის უძველესი ნასახლარები და სანადირო იარაღები. ბრინჯაოს ხანიდან ამ ტერიტორიაზე ინტენსიურად დაიწყო დასახლება. აქ უძველესი დროიდან სახლობდნენ გალები. ძვ. წ 121 წლიდან ეს ტერიტორია შევიდა რომის რესპუბლიკის შემადგენლობაში, იმპერატორმა ავგუსტუსმა ამ ადგილებში დააარსა ახალი ქალაქი. რომაელების მიერ ამ ადგილებში აშენებული იქნა ამფითეატრი და სხვა ბევრი ანტიკური ხანის ხუროთმოძღვრების ძეგლები. რომის იმპერიის კრიზისის პერიოდში ამ ქალაქს აკონტროლებდნენ ვესტგუთები. VIII საუკუნეში არაბებმა დაიპყრეს პირენეს ნახევარკუნძული, მათ სამხრეთ საფრანგეთის დაპყრობაც სცადეს მაგრამ უშედეგოდ.
1229 წლიდან ეს ქალაქი უკვე ემორჩილება საფრანგეთის მეფეს. XVI საუკუნიდან ნიმში დაიწყო გავრცელება პროტესტანტიზმა. ნანტის ედიქტის გამოცემის შემდეგ ამ ტერიტორიაზე ფართოდ დაიწყეს დასახლება ჰუგენოტებმა.
-
დიანას ტაძარი -
მეზონ კარე -
პორტა აუგუსტა -
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პრესტონი, დიდი ბრიტანეთი, 1955 წლიდან.
- ვერონა, იტალია, 1960 წლიდან.
- ბრაუნშვაიგი, გერმანია, 1962 წლიდან.
- პრაღა, ჩეხეთი, 1967 წლიდან.
- ოდერის ფრანკფურტი, გერმანია, 1976 წლიდან.
- სალამანკა, ესპანეთი, 1979 წლიდან.
- რიშონ ლე ციონი, ისრაელი, 1986 წლიდან.
- მექნესი, მაროკო, 2005 წლიდან.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Practical Guide to Nîmes Airport დაარქივებული 2010-02-08 საიტზე Wayback Machine.
- City council website
- The official Web site of Roman Nîmes დაარქივებული 2008-05-17 საიტზე Wayback Machine.
- Images of Roman remains of Nîmes
- 103 photos of Nîmes დაარქივებული 2007-02-10 საიტზე Wayback Machine.
- Photogallery of Nîmes დაარქივებული 2007-02-16 საიტზე Wayback Machine.
- Photos & Map of Nîmes დაარქივებული 2008-10-13 საიტზე Wayback Machine.
- ↑ 1.0 1.1 Base officielle des codes postaux — La Poste, 2018.
- ↑ Annuaire de service-public.fr