ნიკოლოზ ჯანჯღავა
ნიკოლოზ ჯანჯღავა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 23 აპრილი, 1970 |
კუთვნილება | საქართველოს შეიარაღებული ძალები |
ჯარის სახეობა | გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების დეპარტამენტი |
წოდება | გენერალ-მაიორი |
ბრძოლები/ომები | რუსეთ-საქართველოს ომი |
ჯილდოები |
ღირსების ორდენი უმწიკლო სამსახურის 1 ხარისხის მედალი სამხედრო ღირსების მედალი აშშ-ს ეროვნული გვარდის სადესანტო ნიშანი აშშ-ს, კანადის, საბერძნეთის და საქართველოს სადესანტო ნიშნები აშშ-ს არმიის “რეინჯერის” და “სპეციალური დანიშნულების ძალების” სამხრე ნიშანი |
სამსახურიდან გადადგომა |
1997 ივლისი 2002 ამჟამად აქტიური |
ნიკოლოზ (ნიკა) ჯანჯღავა (დ. 23 აპრილი, 1970) — საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიკოლოზ ჯანჯღავა სწავლობდა ქ. თბილისის 64-ე საშუალო სკოლაში (ვერცხლის მედალი), რის შემდეგაც მან ისტორიის და სამართალმცოდნეობის განხრით განაგრძო სწავლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2003 წელს ჯანჯღავას მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.
1989-1992 წლებში ჯანჯღავა სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრაზე, ხოლო 1993 წელს გაიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ოფიცერ-არტილერისტთა მოსამზადებელი კურსი. 1995-96 წლებში, ჯანჯღავამ გაიარა აშშ-ს არმიის ქვეითი ჯარის ასმეთაურის, აშშ-ს არმიის საჰაერო-სადესანტო და აშშ-ს არმიის რეინჯერის კურსები ფორტ ბენინგში, ჯორჯიის შტატში. 1999-2000 წლებში, ნიკოლოზ ჯანჯღავამ გაიარა აშშ-ს არმიის სპეციალური დანიშნულების ძალების ოფიცრის მოსამზადებელი კურსი, ფორტ ბრაგში, ჩრდ. კაროლინის შტატი, აშშ, ხოლო 2001-2002 წლებში კი აშშ-ს არმიის გენერალური შტაბის აკადემია, ფორტ ლევენვორსში, კანზასის შტატი.
რეფორმა და დაპირისპირება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლკოვნიკ ჯანჯღავას აქვს პირდაპირი, მკაცრი რეფორმისტის იმიჯი რომელმაც პროტესტის ნიშნად უკვე ორჯერ დატოვა საქართველოს არმიის რიგები.[1] პირველი დაპირისპირება ჯანჯღავასა და საქართველოს მთავრობას შორის 1997 წელს მოხდა, როდესაც იმ დროს ჯერ კიდევ სრულიად უცნობმა ჯანჯღავამ „საგაზეთო აღსარებაში“ ღიად გააკრიტიკა იმდროინდელი თავდაცვის მინისტრი — გენერალი ვარდიკო ნადიბაიძე. ჯანღავა საუბრობდა „გენერალთა კორუმპირებულობაზე, მანკიერ საკადრო პოლიტიკაზე და შიდა დაპირისპირებულობაზე, რაც, საბოლოო ანგარიშით, რეალურ საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას“.[1] გენერალმა ნადიბაიძემ ინტერვიუში გაკეთებული განცხადებების გამო კაპიტანი ჯანჯღავა არმიის რიგებიდან დაითხოვა.
2002 წლის 19 ივლისს, თავდაცვის მინისტრმა გენერალმა დავით თევზაძემ უკვე ვიცე-პოლკონვიკ ჯანჯღავას ბრალი დასდო „ინტრიგანობაში, ოფიცრების წაქეზებასა და არაადეკვატურ საქციელში“[2] მიუხედავად იმისა, რომ 25 მაისის მუხროვანის ამბოხების დროს საქართველოს ხელისუფლების მთავარ დასაყრდენს სწრაფი რეაგირების ძალების „კომანდოსის“ ბატალიონი წარმოადგენდა, რომლის სარდლად ნიკოლოზ ჯანჯღავა თავად გენერალი თევზაძის რეკომენდაციით დაინიშნა.
„რადიო თავისუფლებასთან“ 2003 წელს საუბრისას, ჯანჯღავამ თავისი კრიტიკა ასე გაამართლა:
„ჩვენი ჯარი ჯერჯერობით შექმნილია პარტიზანული, ფეოდალური პრინციპით, ანუ მეთაური არის ლოკალური ფეოდალი, რომელსაც გააჩნია გარკვეული ძალა და ხელისუფლება ან ამ კორუფციულმა ჯაჭვებმა შექმნეს ის, რომ, ფაქტობრივად, ჯარი არის დაქუცმაცებული[3]“
|
არმიის რიგებს ჩამოცილებული ვიცე-პოლკოვნიკი ჯანჯღავა ქართულ ჯარს მხოლოდ ვარდების რევოლუციის შემდეგ დაუბრუნდა, საბრძოლო მომზადების და სამხედრო მომზადების დეპარტამენტის უფროსის რანგში.
ნამსახურეობის ნუსხა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2009 აგვისტო, J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, თავდაცვის სამინისტრო;
- 2008 მარტი–2009 აგვისტო, სამხედრო ატაშე საბერძნეთში, სერბეთში და მაკედონიაში;
- 2007 იანვარი-დეკემბერი, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი;
- 2005 ოქტომბერი – 2007იანვარი, მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური;
- 2004 აპრილი – 2005 ოქტომბერი, საბრძოლო მომზადების და სამხედრო მომზადების დეპარტამენტის უფროსი;
- 2002 ივნის-ივლისი სახმელეთო ჯარების სარდალის მ.შ;
- 2000 აპრილი - 2002, ივნისი სწრაფი რეაგირების ძალების სარდალი;
- 1998 მაისი – 2000, აპრილი კოჯრის სპეციალური დანიშნულების ბატალიონის მეთაური;
- 1996 ივნისი – 1998, მაისი თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ტაქტიკური დაზვერვის სამმართველოს უფროსი ოფიცერი;
- 1992 ოქტომბერი –1996 ივნისი, თავდაცვის სამინისტროს საგარეო ურთიერთობების სამმართველოს ოფიცერი.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ღირსების ორდენი; 2001
- უმწიკლო სამსახურის 1 ხარისხის მედალი (საქართველო); 2009
- სამხედრო ღირსების მედალი;
- აშშ-ს ეროვნული გვარდის სადესანტო ნიშანი; 1996
- აშშ-ს, კანადის, საბერძნეთის და საქართველოს სადესანტო ნიშნები;
- აშშ-ს არმიის “რეინჯერის” და “სპეციალური დანიშნულების ძალების” სამხრე ნიშანი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნიკოლოზ ჯანჯღავა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქსელური გვერდი