ნიკოლოზ შატსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ შატსკი
Nikolay Shatsky.jpg
დაბ. თარიღი 16 (28) აგვისტო 1895
დაბ. ადგილი მოსკოვი, რუსეთის იმპერია[1]
გარდ. თარიღი 1 აგვისტო 1960(1960-08-01)[1] (64 წელი)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რსფსრ, სსრკ[1]
დასაფლავებულია ვედენსკოეს სასაფლაო
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union (1936-1955).svg სსრკ
სამეცნიერო სფერო გეოლოგია
მუშაობის ადგილი გეოლოგიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და ლენინური პრემია

ნიკოლოზ სერგეის ძე შატსკი (რუს. Шатский, Николай Сергеевич; დ. ძველი სტილით [16 აგვისტო], ახალი სტილით [28 აგვისტო], 1895, მოსკოვი, ― გ. 1 აგვისტო, 1960, მოსკოვი) ― რუსი გეოლოგი. ტექტონიკის მკვლევარი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1953).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1913-1915 წლებში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში. 1929 წელს დაამთავრა მოსკოვის სამთო აკადემია. 1921 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას იქვე. 1930 წლიდან მუშაობდა მოსკოვის გეოლოგიის ინსტიტუტში. 1934 წლიდან ― სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში (1956 წლიდან დირექტორი).

ნიკოლოზ შატსკის შრომები ძირითადად ეხება ტექტონიკის და სტრატიგრაფიის საკითხებს. დაამუშავა ტექტონიკური კვლევის რამდენიმე ახალი მეთოდი. ფართოდ გამოიკვლია აღმოსავლეთ ევროპის, ციმბირისა და ჩრდილოეთ ამერიკის ბაქნების რიგი საკითხები. გამოყო ბაიკალური დანაოჭება. პირველმა ჩამოაყალიბა მემკვიდრეობითობის პრინციპი გეოლოგიაში. დიდი წვლილი შეიტანა გეოლოგიური ფორმაციების შესახებ მოძღვრების განვითარებაში.

1960 წელს შემოიღო ტერმინი ავლაკოგენი, რომელიც დღეს საერთაშორისო ტერმინად იქცა. შატსკის ხელმძღვანელობით პირველად იქნა შედგენილი სსრკ-ისა და ევრაზიის ტექტონიკური რუკები. ასევე მისი ხელმძღვანელობით შექმნილმა ტექტონიკურმა სკოლამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

სსრკ სახელმწიფო პრემია (1946), ლენინური პრემია (1958). დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენით, მედლებით.

თხზულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Избр. труды, т. 1‒4, М., 1963‒65.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]