ანდრია არხანგელსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არხანგელსკი (მრავალმნიშვნელოვანი).
ანდრია არხანგელსკი
ანდრია არხანგელსკი.jpg
დაბ. თარიღი 26 ნოემბერი (8 დეკემბერი) 1879
დაბ. ადგილი რიაზანი, რუსეთის იმპერია[1]
გარდ. თარიღი 16 ივნისი 1940(1940-06-16)[1] (60 წელი)
გარდ. ადგილი მოსკოვი, რსფსრ, სსრკ[1]
დასაფლავებულია ნოვოდევიჩის სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of the Soviet Union (1936-1955).svg სსრკ
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ხელმოწერა Sign-ArkhangelskyA.png

ანდრია დიმიტრის ძე არხანგელსკი (რუს. Архангельский, Андрей Дмитриевич; დ. ძველი სტილით [26 ნოემბერი], ახალი სტილით [8 დეკემბერი], 1879, რიაზანი ― გ. 16 ივნისი, 1940, მოსკოვი) — რუსი გეოლოგი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1929; წევრ-კორესპონდენტი 1925). მოსკოვის უნივერსიტეტისა (1920-1932 წწ.) და სამთო აკადემიის პროფესორი (1924-1932 წწ.).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1919-1924 წლებში აკადემიკოს ივანე გუბკინთან ერთად ხელმძღვანელობდა კურსკის მაგნიტური ანომალიის შესწავლად. 1934-1940 წლებში იყო ყოფილი სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. მისი ნაშრომები მიძღვნილია რეგიონალური გეოლოგიის, სტრატიგრაფიის, ტექტონიკის, დანალექი ქანების პეტროგრაფიის, პალეოგეოგრაფიის სხვადასხვა საკითხებისადმი. განსაკუთრებით ცნობილია შრომები, რომლებიც მიეძღვნა სსრკ-ის გეოლოგიურ აგებულებას და გეოლოგიის ისტორიის საკითხებს.

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არხანგელსკის შრომებს დედამიწის ქერქისა და მისი მთავარი სტრუქტურული ელემენტების განვითარების ზოგადი კანონზომიერების დადგენის დარგში. სსრ კავშირის ტერიტორიის ვრცელი გეოლოგიური მასალის შესწავლის შედეგად არხანგელსკიმ დაამტკიცა, რომ გეოსინკლინური არეები და ბაქნები დროთა განმავლობაში განიცდის ცვლილებას.

მეცნიერული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს არხანგელსკის შრომებს დანალექ ქანთა და დანალექი სასარგებლო წიაღისეულის წარმოქმბის პირობათა გასარკვევად. ფართოდაა ცნობილი სსრკ-ის ტექტონიკის საკითხებისადმი მიძღვნილი შრომები. არხანგელსკიმ პირველმა დანერგა გეოფიზიკური მეთოდების (განსაკუთრებით გრავიმეტრიის) მონაცემების გამოყენების გზები რეგიონალურ გეოტაქტონიკურ კვლევაში და სასარგებლო წიაღისეულის ძებნა-ძიების საქმეში. შავიზღვისპირეთის ნავთობიანი პროვინციების გამოკვლევისათვის მიენიჭა ლენინის სახელობის პრემია (1928).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]