ალექსანდრე კარპინსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე კარპინსკი
დაბ. თარიღი 26 დეკემბერი, 1846 (7 იანვარი, 1847)[1]
დაბ. ადგილი კრასნოტურინსკი
გარდ. თარიღი 15 ივლისი, 1936(1936-07-15)[2] [3] (89 წლის)
გარდ. ადგილი უდელნაია
დასაფლავებულია კრემლის კედლის ნეკროპოლისი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 რუსეთის რესპუბლიკა
საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
საქმიანობა პალეონტოლოგი, გეოლოგი, პროფესორი, mining engineer[4] და ბოტანიკოსი
მუშაობის ადგილი გეოლოგიური კომიტეტი, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემია და Russian Academy of Sciences (1917–1925)
ალმა-მატერი Mining Engineers Corps
მამა Pyotr Mikhailovich Karpinsky
შვილ(ებ)ი Evgeniya Tolmatcheva-Karpinskaya
ჯილდოები ჰეიდენის მემორიალური გეოლოგიური პრემია, კონსტანტინეს მედალი, უოლასტონის მედალი[5] და წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი[6]
ხელმოწერა

ალექსანდრე პეტრეს ძე კარპინსკი (რუს. Карпинский, Александр Петрович; დ. 7 იანვარი, 1847 [ძვ. სტ. 26 დეკემბერი, 1846], სოფ. ტურინსკიე რუდნიკი, ახლანდელი კრასნოტურინსკი, სვერდლოვსკის ოლქი — გ. 15 ივლისი, 1936, მოსკოვი) — რუსი გეოლოგი და საზოგადო მოღვაწე. გეოლოგიური კომიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი (1882; 1885–1903 წლებში დირექტორი, 1903-1929 წლებში საპატიო დირექტორი).

1866 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამთო ინსტიტუტი; 1877–1896 წლებში იყო იმავე ინსტიტუტის პროფესორი; 1886 წელს აირჩიეს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ადიუნქტად; 1889 წელს — ექსტრაორდინარულ, 1896 წელს — ორდინარულ აკადემიკოსად. 1916 წლიდან ასრულებდა მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას, 1917 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მისი პირველი არჩევითი პრეზიდენტი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარპინსკის შრომები ტექტონიკის, პალეოგეოგრაფიის და პალეონტოლოგიის დარგში. კარპინსკიმ ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა რუსეთში ქანების კვლევის მიკროსკოპული მეთოდი. კარპინსკის გეოლოგიური რუკები საფუძვლად დაედო სასარგებლო წიაღისეულის ძებნის საქმეს. გეოლოგიური შრომებისათვის კარპინსკის მიენიჭა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კონსტანტინეს მედალი (1892), საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის კიუვიეს სახელობის პრემია (1922).

გეოლოგიის დარგში თვალსაჩინო შრომებისათვის სსრკ მეცნიერებათა აკადემიამ 1946 წელს დააწესა კარპინსკის სახელობის პრემია და ოქროს მედალი. 1899–1936 წლებში იყო მინერალოგიური საზოგადოების პრეზიდენტი.

კარპინსკის სახელი ეწოდა ქალაქს სვერდლოვსკის ოლქში, ვულკანს კურილის კუნძულებზე, მთას ჩრდილოეთ ურალში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიურ მუზეუმს ლენინგრადში და სხვა.

კარპინსკი დაკრძალულია წითელ მოედანზე, კრემლის კედელთან.

თხზულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Собр. соч., т. 1—4, М. — Л., 1939—49.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 415.
  • Личков Б. Л., Карпинский и современность, М. — Л., 1946;
  • Александр Петрович Карпинский. Библиографический указатель трудов, М. — Л., 1947;
  • Белянкин Д. С., Петрографические исследования А. П. Карпинского и его направление в петрографии, в кн.: Очерки по истории геологических знаний, в. 1, М., 1953;
  • Борисяк А. А., Александр Петрович Карпинский, в кн.: Люди русской науки, [кн. 2], М., 1962.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]