ნიკოლოზ მახარაძე
იერსახე
ნიკოლოზ ბარნაბის ძე მახარაძე, (დ. 24 ოქტომბერი, 1901, შემოქმედი — გ. 1990) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1966)
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში. 1917 წელს ოზურგეთში დააარსა კლუბი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახალგაზრდების მიერ მარქსიზმის შესწავლის საქმეში. 1921-1922 წლებში იყო ოზურგეთის რაიკომის მდივანი. 1926 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტი. 1933 წელს დაამთავრა წითელი პროფესურის ინსტიტუტი მოსკოვში. 1927-1931 წლებში მუშაობდა პარტიის ცკ-ში. 1967 წელს გამოსცა მონოგრაფია „დიდი ოქტომბრის გამარჯვება საქართველოში“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კვაჭაძე, ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 516.