ნიკა შერმადინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიკა შერმადინი
ნიკა შერმადინი.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ნიკოლოზ შერმადინი
დაბადების
თარიღი
8 იანვარი, 1995 (1995-01-08) (24 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 1,87
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
კოლხეთი-1913 ფოთი
ნომერი 1
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2012-2013 ჩიხურა საჩხერე 0 (0)
2013-2014 მეტალურგი რუსთავი 0 (0)
2014-2015 სასკო 18 (0)
2015 სტუ 4 (0)
2015-2016 გაგრა 15 (0)
2016-2017 ჭიათურა 29 (0)
2017- კოლხეთი-1913 ფოთი 3 (0)
ეროვნული ნაკრები
2011-2012 საქართველო 17 წლ. 1 (0)
2013 საქართველო 19 წლ. 0 (0)
2013 საქართველო 21 წლ. 0 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 9 აპრილი, 2017

ნიკოლოზ 'ნიკა' შერმადინი (დ. 8 იანვარი, 1995) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ ფოთის „კოლხეთის“ მეკარე.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერა დაიწყო 2012 წელს, უმაღლესი ლიგის კლუბ საჩხერის „ჩიხურაში“. 2011 წლიდან გამოძახებული იყო 17 წლამდელთა ნაკრებში. „ჩიხურას“ ძირითად შემადგენლობაში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. 2013-14 წლების სეზონი გაატარა რუსთავის „მეტალურგში“, მაგრამ ახალ კლუბშიც მხოლოდ სათადარიგო შემადგენლობაშ უწევდა ყოფნა. 2014-15 წლების სეზონში თამაშობდა პირველ ლიგაში მოასპარეზე „სასკოში“, სადაც 18 მატჩი ჩაატარა. ამავე სეზონის ბოლო ნაწილში იცავდა „სტუ“-ს ღირსებას. 2015-16 წლების სეზონის პირველი ნახევარი გაატარა „გაგრას“ შემადგენლობაში,[1] მეორე ნახევარში ასევე პირველი ლიგის კლუბ „ჭიათურაში“ გადავიდა.[2] ასევე „ჭიათურის“ შემადგენლობაში ითამაშა 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში.

გარდამავალი სეზონის დასრულების შემდეგ „ჭიათურა“ მეორე ლიგაში დაქვეითდა და ნიკამ გუნდი დატოვა. მიუხედავად მისი მაღალ დონეზე თამაშისა, უკეთესი ჩემპიონატის კლუბებისგან შემოთავაზება არ ჰქონია. შემდეგ კარიერის დასრულება გადაწყვიტა, თუმცა ამ დროს მიწვევა მიიღო მეორე ლიგის კლუბ „ბორჯომისგან“.[3] საბოლოოდ ნიკა ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე ფოთის „კოლხეთში“ გადავიდა.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]