ნეფთჩი ბაქო (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნეფთჩი ბაქო)
ნეფთჩი
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი „ნეფთჩი“ ბაქო
აზერ. Neftçi Peşəkar Futbol Klubu
მეტსახელი Xalqın Komandası (სახალხო გუნდი)
Neftçilər (მენავთობეები)
Ağ-Qaralar (შავ-თეთრები)
დაარსდა 18 მარტი, 1937; 87 წლის წინ (1937-03-18)
სტადიონი ბაქსელ არენა[1][2][3]
(ტევადობა: 11 000)
პრეზიდენტი აზერბაიჯანის დროშა ქამრან გულიევი
მწვრთნელი აზერბაიჯანის დროშა ფიზული მამედოვი
ლიგა აზერბაიჯანის პრემიერლიგა
2022–23 მე-3
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

„ნეფთჩი“ (აზერ. Neftçi) — აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბაქოდან. ჩამოყალიბდა 1937 წლის 18 მარტს. ასპარეზობს აზერბაიჯანის პრემიერლიგაში. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბი აზერბაიჯანული ფეხბურთის ისტორიაში. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1966), აზერბაიჯანის რვაგზის ჩემპიონი, სამგზის ვიცე-ჩემპიონი და შვიდგზის ბრინჯაოს პრიზიორი, აზერბაიჯანის თასის ექვსგზის მფლობელი და ოთხგზის ფინალისტი, აზერბაიჯანის სუპერთასის ორგზის მფლობელი. თანამეგობრობის თასის მფლობელი (2006) და ფინალისტი (2005). საშინაო მატჩებს ატარებს ბაქსელ არენაზე.[1][2][3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1937–1968 წლებში კლუბი „ნეფტიანიკის“ სახელით გამოდიოდა საფეხბურთო ასპარეზზე.[4][5] 1968 წლიდან დღემდე — ამჟამინდელი სახელწოდებით იცავს აზერბაიჯანული ფეხბურთის ღირსებას. ბაქოს „ნეფთჩი“, რომელიც დაარსების დღიდან ათწლეულების განმავლობაში თავისი ქვეყნის უპირველეს საფეხბურთო კლუბად ითვლებოდა — საკავშირო ჩემპიონატების ყველა რანგის ოფიციალურ შეჯიბრებებში ღებულობდა მონაწილეობას, მათ შორის — უმაღლესი ლიგის, მეორე ჯგუფის, „ბ“ კლასის, პირველი ლიგის ჩემპიონატებზე, საკავშირო თასისა და ფეხბურთის ფედერაციის თასის გათამაშებებზე. კლუბის მრავალწლიანი ისტორიიდან და იმ მოცემულობიდან გამომდინარე, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობდა იგი ქვეყნის სპორტულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ფეხბურთის სპეციალისტებისა და უპირველესად, გულშემატკივრების გუნდისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით — ბაქოს „ნეფთჩი“ დღემდე აზერბაიჯანული ფეხბურთის ფლაგმანად რჩება.

კლუბის სახელით პირველი გოლი საკავშირო საფეხბურთო ტურნირების ოფიციალურ შეხვედრებში პაველ შტირლინმა 1937 წლის 24 მაისს, შეხვედრის 87-ე წუთზე — ერევნის „დინამოსთან“ გამართულ საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების 1/64 ფინალური ეტაპის მატჩში გაიტანა.[6][7].

1946–1948 წლებში საკავშირო ჩემპიონატების მეორე ჯგუფში გამოდის. უმაღლეს ლიგაში პირველად 1949 წელს იასპარეზა. თავის სადებიუტო სეზონში გუნდმა 34 კალენდარული შეხვედრა გამართა, რომელთაგან 6 მოიგო, 16 დათმო, 12 ფრედ დაამთავრა, ბურთების შეფარდებით — 26–42-თან და 24 ქულით გათამაშების სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილი დაიკავა.

1950 წლის სეზონში ბაქოელებმა, ამჯერად საკავშირო პირველობის „А“ კლასის 36 კალენდარული მატჩი ჩაატარეს. მათგან 6 მოიგეს, 9 შეხვედრა ფრედ დაასრულეს, 21 დათმეს, ბურთების შეფარდებით — 37–73-თან და 21 ქულით გათამაშების სატურნირო ცხრილში ბოლო — მე-19 ადგილზე გავიდნენ. ამგვარად, ბაქოელთა გუნდს საკავშირო პირველობის უმაღლეს დივიზიონში ანუ იმდროინდელი სახელწოდებით — „А“ კლასში ასპარეზობის მეორე ცდის შემდეგ უმაღლესი ლიგის დატოვება და შესაბამისად, ქვედა დივიზიონში დაბრუნება მოუწია. 1951–1959 წლებში საკავშირო პირველობის რანგით მეორე დივიზიონის — „ბ“ კლასის გუნდებს შორის აგრძელებს გამოსვლებს. 1960–1972 წლებში კვლავ უმაღლესი ლიგაშია.

1966 წელს გუნდი თავის ისტორიაში პირველად და ერთადერთხელ საკავშირო პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი ხდება.[4][5] 1973–1976 წლებში კვლავ პირველ ლიგაში გამოდის, ხოლო 1977–1988 წლებში უმაღლეს ლიგის მონაწილეა.[8] საკავშირო საფეხბურთო ჩემპიონატებზე მონაწილეობის ბოლო წლებს (1989–1991) კლუბი კვლავ პირველი ლიგის გუნდებს შორის ატარებს და ამით ასრულებს თავის ისტორიაში 55 წლიან საბჭოთა პერიოდს.

მიმდინარე შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განახლდა: 1 იანვარი, 2020[9]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე აზერბაიჯანი აზერბაიჯანი სალაჰათ აგაევი
3 მცველი სენეგალი სენეგალი მამადუ მბოჯი
5 მცველი აზერბაიჯანი აზერბაიჯანი ანტონ კრივოციუკი
6 მცველი სერბეთი სერბეთი ვოისლავ სტანკოვიჩი
7 ნახევარმცველი აზერბაიჯანი აზერბაიჯანი ნამიკ ალესკეროვი
8 ნახევარმცველი აზერბაიჯანი აზერბაიჯანი ემინ მაჰმუდოვი (კაპიტანი)
9 თავდამსხმელი საფრანგეთი საფრანგეთი ბაგალი დაბო
10 ნახევარმცველი ბრაზილია ბრაზილია დარიო
11 ნახევარმცველი საბერძნეთი საბერძნეთი ვანგელის პლატელასი
12 მეკარე აზერბაიჯანი აზერბაიჯანი ქამრან იბრაჰიმოვი
17 ნახევარმცველი აზერბაიჯანი აზერბაიჯანი რაჰმან ჰაჯიევი
18 მცველი აზერბაიჯანი აზერბაიჯანი თურალ ახუნდოვი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
22 თავდამსხმელი აზერბაიჯანი აზერბაიჯანი მირაბდულა აბასოვი
25 მცველი უკრაინა უკრაინა კირილო პეტროვი
26 მცველი აზერბაიჯანი აზერბაიჯანი ომარ ბულუდოვი
28 თავდამსხმელი საფრანგეთი საფრანგეთი სტივენ ჟოზეფ-მონროზი
30 მეკარე აზერბაიჯანი აზერბაიჯანი აგილ მამედოვი
33 ნახევარმცველი აზერბაიჯანი აზერბაიჯანი თურან ვალიზადე
36 ნახევარმცველი გვინეა გვინეა მამადუ კანე
55 თავდამსხმელი აზერბაიჯანი აზერბაიჯანი იბრაჰიმ ალიევი
77 ნახევარმცველი ჰაიტი ჰაიტი დონალდ გერიე
80 ნახევარმცველი აზერბაიჯანი აზერბაიჯანი ისმაილ ზულფუგარლი
93 ნახევარმცველი ჰაიტი ჰაიტი სონი მუსტივარი
ნახევარმცველი ირანი ირანი სამან ნარიმან ჯაჰანი

ეკიპირების სპონსორები და მწარმოებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი მწარმოებელი სპონსორი
1994–1996 აზერბაიჯანის დროშა Local აზერბაიჯანის დროშა RIAD
1996–2003 გერმანიის დროშა Adidas
2003–2004 თურქეთის დროშა Stadium აზერბაიჯანის დროშა Baku Oil Refinery Plant
2004–2007 იტალიის დროშა Lotto Sport Italia აზერბაიჯანის დროშა SOCAR
2007–2015 გერმანიის დროშა Adidas აზერბაიჯანის დროშა SOCAR
2015–2016 გერმანიის დროშა Adidas აზერბაიჯანის დროშა ASAN service
2016–2017 იტალიის დროშა Kappa აზერბაიჯანის დროშა ASAN service
2017–2018 იტალიის დროშა Kappa
2018–2019 აშშ-ის დროშა Nike
2019– აშშ-ის დროშა Nike თურქეთის დროშა Turkish Airlines

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქო „ნეფთჩი“ მილანის „ინტერთან“ უეფა-ს ევროპა ლიგის მატჩის წინ. 4 ოქტომბერი, 2012
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანის პრემიერლიგა
  • ჩემპიონი (9): 1992, 1995–96, 1996–97, 2003–04, 2004–05, 2010–11, 2011–12, 2012–13, 2020—21
  • ვიცე-ჩემპიონი (3): 2000–01, 2006–07, 2018–19
  • ბრინჯაოს პრიზიორი (8): 1993, 1994–95, 1998–99, 1999–2000, 2005–2006, 2007–08, 2017–18, 2022-23
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანის თასი
  • თასის მფლობელი (6): 1994–95, 1995–96, 1998–99, 2001–02, 2003–04, 2012–13, 2013–14
  • ფინალისტი (4): 2000–01, 2011–12, 2014–15, 2015–16
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანის სუპერთასი
  • სუპერთასის მფლობელი (2): 1993, 1995
  • ფინალისტი (1): 2013
საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ბრინჯაოს პრიზიორი (1): 1966
საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირის თასი
  • ნახევარფინალისტი (4): 1967, 1968, 1970, 1971
საბჭოთა კავშირის დროშა საკავშირო ფედერაციის თასი
  • ფინალისტი (1): 1988
თანამეგობრობის თასი
  • თასის მფლობელი (1): 2006
  • ფინალისტი (1): 2005

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციალური ქსელები
Instagram · Facebook · Twitter
თემატური საიტები
FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt · UEFA.com · WorldFootball.net
ფოტო
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · Alamy · Getty Images
ვიდეო
YouTube
მედია
Worldsport.ge

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Ильхам Алиев принял участие в открытии стадиона «8 КМ» в Баку. წაკითხვის თარიღი: 12 იანვარი, 2020.
  2. 2.0 2.1 Bakcell Arena. წაკითხვის თარიღი: 12 იანვარი, 2020.
  3. 3.0 3.1 Стадион «8-й километр» получил новое название. წაკითხვის თარიღი: 12 იანვარი, 2020.
  4. 4.0 4.1 Винокуров В. И., 1972, გვ. 125
  5. 5.0 5.1 Соскин А. М., 1972, გვ. 125
  6. Кубок СССР 1937. Нефтяник (Баку) — Динамо (Ереван) 1:0 1/64. წაკითხვის თარიღი: 12 იანვარი, 2020.
  7. О чём поведала старая фотография. — «Вышка» (газета). — № 2 (19905). — 13 იანვარი, 2012. წაკითხვის თარიღი: 12 იანვარი, 2020.
  8. აკოფოვი, გ.; ენუქიძე, ჯ., 1989, გვ. 62
  9. “Neftçi” Peşəkar Futbol Klubu დაარქივებული 2019-12-06 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 12 იანვარი, 2020.