შინაარსზე გადასვლა

ნერსეს III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნერსეს III მშენებელი, ნერსე იშხნელი (სომხ. Ներսես Գ Շինող) (გ. 661) — სომხეთის სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსი 641-661 წლებში. კათოლიკოსი გახდა ეზრა I-ის შემდეგ.

ნერსესი, იგივე ნერსე, იყო სომხურის სამოციქულო ეკლესიის ქართველი (ტაოდან) არმენიზებული კათალიკოსი.[1] მისი კათოლიკოსობის პერიოდში სომხეთს ძალიან ცუდი დრო ედგა და არსებობდა უამრავი პრობლემა. ქვეყანას არჩევანი უნდა გაეკეთებინა ორი მეზობლის — ბიზანტიის იმპერიასა და სასანიანთა იმპერიას შორის.

კათოლიკოსად გახდომამდე, ნერსესი მსახურობდა ჯარში. 641 წელს ის კათოლიკოსი გახდა. ნერსეს III-ს მშენებელი უწოდეს. მისი საქმიანობა ძირითად მიმართული იყო უძველესი ტაძრების აღდგენისკენ. მის სახელს უკავშირდება ხორ-ვირაპის აღდგენა. გარდაიცვალა 661 წელს. ერთ-ერთი ვერსიით დაკრძალულია ხორ-ვირაპში. მის შემდეგ კი კათოლიკოსი გახდა ანასტას I.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), ალბანეთი: ალბანეთი საკათალიკოსო და საქართველოს ეკლეიის იურისდიქცია კახეთსა და ჰერეთში., თბილისი: საქართველოს საპატრიარქოს რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისია, 2022. — გვ. 258, 321, 360, ISBN 978-9941-8-4182-8.