აბრაჰამ I ალბათანეცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბრაჰამ ალბათანეცი, აბრაჰამ აღბათანეცი, ალბათანელი (სომხ. Աբրահամ Ա Աղբաթանեցի) — სომხეთის კათალიკოსი 607-615 წლებში. წარმოშობით ვასპურაკანის რშტუნთა გავარის (პროვინციის) სოფელ ალბათანქიდან იყო; კათალიკოსობამდე ამავე გავარის ეპისკოპოსი. სომხეთის გაქალკედონიტებულ საეპისკოპოსოთა უმრავლესობა მის დროს (607) ირანის შემწეობით დვინის საპატრიარქო საყდარს დაემორჩილა და ერთიანი საკათალიკოსო აღდგა. აბრაჰამ ალბათანეცი აქტიური მონაწილე იყო ქართლისა და სომხეთის ეკლესიების დოგმატური კამათისა და საეკლესიო განხეთქილებისა (607-610). „ეპისტოლეთა წიგნმა“ შემოგვინახა მისი სამი ეპისტოლე კირიონ ქართლის კათოლიკოსისადმი და ერთი ენციკლიკა თავის სამწყსოსადმი, რომელიც „საყოველთაო ეპისტოლის“ სახელითაა ცნობილი. ამ ენციკლიკით მან ურთიერთობა გაწყვიტა ქართლისა და ალბანეთის ეკლესიებთან. აბრაჰამ ალბათანეცს მიაწერენ კიდევ ორ, დოგმატური ხასიათის თხზულებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Джавахов И. А., История церковного разрыва между Грузией и Арменией в начале VII века, «Известия Академии наук», 1908, VI серия, № 5;