მკრტიჩ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კათოლიკოსი მკრტიჩ I

მკრტიჩ I (დ. 4 აპრილი 1820 — გ. 29 ოქტომბერი, 1907) — სომეხი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, 125-ე კათოლიკოსი სომხური სამოციქულო ეკლესიისა ეჩმიაძინში.

მკრტიჩ ხრიმიანი დაიბადა 1820 წლის 4 აპრილს ვანში (ოსმალეთის იმპერია).

იგი იყო კონსტანტინეპოლის სომეხთა პატრიარქი 1869–1873 წლებში, სრულიად სომეხთა კათალიკოსი 1892–1907 წლებში. გარდაიცვალა 87 წლის ასაკში, 1907 წლის 29 ოქტომბერს. დაკრძალულია ეჩმიაძინის მონასტერში.

მკრტიჩ I და საქართველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაზეთ „ივერიის" 1893 წლის სექტემბრის ნომერში ხაშურიდან საინტერესო კორესპონდენციას ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„27-28 აგვისტოს ხაშური სულ სხვა სანახავი იყო: აქ დიდ ძალი ხალხი მოვიდა, აბასთუმნიდგან, ახალციხიდგან, ბორჯომიდგან და სხვა-და-სხვა სოფლებიდგან სომეხთ კათალიკოზ მკრტიჩ I-ის მისაგებებლად. 5 საათსა და 12 წამზეც გამოჩნდა მატარებელი, არ მოახლოვებულიყო სადგურს, რომ შეიქმნა ძახილი: ,,კეცე ჰაირიკ!" მოვიდა მატარებელი. გამობრძანდა კათალიკოზი, გადასწერა ხალხს ჯვარი და სთქვა: ,,მე მოვდივარ წმიდა ადგილებიდგან ბეთლემ-იერუსალიმ და გოლგოთიდგან, მომაქვს იქიდგან ლოცვა-კურთხევა. იყავნთ დღე-გრძელნი და კურთხეულნი, გიყვარდეთ მხნეობა და გქონდეთ ღვთის სიყვარული. აღტაცებული ვარ სიხარულით, რომ გხედავთ ასე გახარებულთ ჩემის ნახვითა"... სურამის დეპუტაციამ პურ-მარილი და სომხურად დაწერილი სიტყვა მიართვა. 6 საათზედ მატარებელი დაიძრა.“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]