ნენსი ჰაფკინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნენსი ჰაფკინი
დაბ. თარიღი 1942[1] [2]
მოქალაქეობა  სარ
საქმიანობა ინფორმატიკოსი და ინჟინერი
ჯილდოები ინტერნეტის დიდების დარბაზი[3]

ნენსი ჰაფკინი (ინგლ. Nancy J. Hafkin) — ქსელების და ინფორმაციისა და ელექტრონული კომუნიკაციების განვითარების პიონერი აფრიკაში. 1987 წლიდან 1997 წლამდე აფრიკისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECA) პანაფრიკული განვითარების საინფორმაციო სისტემის (PADIS) შემქმნელი.[4] მან ასევე დიდი როლი შეასრულა პროგრესული კომუნიკაციების ასოციაციის (APC) მუშაობის ხელშეწყობაში, რათა 10-ზე მეტ ქვეყანაში მოეხდინათ ელ.ფოსტასთან დაკავშირება 1990-იანი წლების დასაწყისში, სანამ სრული ინტერნეტ-კავშირი რეალობად იქცეოდა აფრიკის უმეტეს ნაწილში.

მუშაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაფკინი 1960 წლიდან 1965 წლამდე სწავლობდა ისტორიასა და ანთროპოლოგიას ბრანდეისის უნივერსიტეტში (უოლტემი, მასაჩუსეტსი). შემდეგ სწავლობდა ბოსტონის უნივერსიტეტში 1965 წლიდან 1967 წლამდე. იქ მან იპოვა მენტორი — პროფესორი რუთ მორგენთაუ, რომელმაც წაახალისა ინტენსიურად შეესწავლა აფრიკის ისტორია ასპირანტურაში სწავლის დროს 1967 წლიდან 1973 წლამდე. იმ დროს ეს იყო ახალი სფერო, რომელშიც ბევრი ქალი იყო ჩართული. ჰაფკინმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „ჩრდილოეთ მოზამბიკში ვაჭრობის, საზოგადოებისა და პოლიტიკის შესახებ 1753-1913 წლებში“.

გადასვლა ეთიოპიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაფკინი საცხოვრებლად ეთიოპიაში 1975 წელს გადავიდა თავის მეუღლესთან, ეთიოპიელ ბერჰანუ აბებესთან, რომელთან ერთადაც ბრანდეისში სწავლობდა. ისინი ადის-აბებაში ცხოვრობდნენ თითქმის 25 წელი, 2000 წლამდე.[5]

როდესაც ჰაფკინი მუშაობდა გაეროს აფრიკის ეკონომიკურ კომისიაში (UNECA), ინტერნეტი ჯერ არ არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ძალისხმევა UNECA-სთან მიმართული იყო აფრიკის ყველა ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებაზე, მან შენიშნა, რომ ინფორმაცია ძირითადად მიუწვდომელი იყო კონტინენტზე, მონაცემების გაზიარებით ფაქსით და საფოსტო მიწოდებით.[6] ქვეყანაში ერთი საჯარო ბიბლიოთეკაც კი არ არსებობდა. ამიტომ მან გადაწყვიტა ინფორმაციული კრიზისის მოგვარება განვითარების სფეროში პანაფრიკული საინფორმაციო სისტემის (PADIS) შექმნით 1986 წელს.[7]

PADIS-ის გარდა, იგი მიწვეულ პროფესორად მუშაობდა ადის-აბებას უნივერსიტეტში, ისტორიის კათედრაზე 1980-1981 წლებში.

PADIS-ში მუშაობის პერიოდში მან შეძლო დახმარებოდა აფრიკის ათ ქვეყანას პირველი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ჩამოყალიბებაში და აქტიურად არწმუნებდა აფრიკის მთავრობის მრავალ წარმომადგენელს ინტერნეტის მნიშვნელობაში.[8]

წლების განმავლობაში ჰაფკინმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „გენდერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კონტექსტში განვითარებული მოვლენების შესახებ გლობალური ცნობიერების ამაღლებაში, ასევე სწრაფი და იაფი წვდომის შესაძლებლობაში საინფორმაციო ტექნოლოგიებზე და, შესაბამისად, ინფორმაციაზე და აფრიკის კონტინენტზე ქსელების შექმნაში". PADIS-ის ძალისხმევით, თანამედროვე აფრიკულმა ქსელებმა გააფართოვეს წვდომა საინფორმაციო რესურსებზე, რამაც აფრიკელი სტუდენტები იზოლაციიდან გამოიყვანა.[9] [10]

აშშ-ში დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს მან დატოვა თანამდებობა გაეროში და მეუღლესთან ერთად დაბრუნდა შეერთებულ შტატებში, რათა გაეგრძელებინა მუშაობა ქალების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, რაც მისი, როგორც ახალგაზრდა მკვლევრის ერთ-ერთი საწყისი მიზანი იყო.[11]

აკადემიიდან წასვლის შემდეგ, ჰაფკინი კვლავ მოქმედებს როგორც მთავარი მომხსენებელი და კითხულობს ლექციებს საინფორმაციო ტექნოლოგიებში ქალების გაძლიერებისა და მონაწილეობის შესახებ.[12]

ნენსი ჰაფკინმა დაარედაქტირა „კონკია თუ კიბერგოგონა?: ქალების გაძლიერება ცოდნის საზოგადოებაში“, რომელიც გამოიცა 2006 წელს — ესეების კრებული, სადაც განიხილება ის გზები, რომლითაც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები აძლიერებენ ქალებს.

APC-მა (სათაო ოფისი იოჰანესბურგში) დააწესა ნენსი ჰაფკინის სახელობის ყოველწლიური პრემია საინფორმაციო ტექნოლოგიების ინოვაციისთვის აფრიკაში, რომელიც აღიარებს გამორჩეულ ინიციატივებს, რომლებიც განვითარებისთვის იყენებენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს (ICT).[13]

2012 წელს ჰაფკინი ინტერნეტის საზოგადოებამ შეიყვანა ინტერნეტის დიდების დარბაზში.[14]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქალები აფრიკაში: კვლევა სოციალურ და ეკონომიკური ცვლილებების სფეროში. ედნა ბეი, ნენსი ხაფკინი. სტენფორდის უნივერსიტეტი. რედფორდი. 1976
  • ციფრული გარღვევა განვითარებად ქვეყნებში: ინფორმაციული საზოგადოება აფრიკაში. ნენსი ჰაფკინი, გერტ ნულენსი. აკადემიური და სამეცნიერო გამომცემლობა. ბრიუსელი. 2002

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]