ერიკ ბინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერიკ ბინა
ინგლ. Eric Bina
დაბ. თარიღი 25 ოქტომბერი, 1964 (1964-10-25) (59 წლის)
დაბ. ადგილი შამპეინი (ილინოისი, აშშ)
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა ინჟინერი და ინფორმატიკოსი
ალმა-მატერი ილინოისის უნივერსიტეტი ურბანა-შამპეინში
ჯილდოები ინტერნეტის დიდების დარბაზი[1] , ACM Software System Award და W. Wallace McDowell Award[2]

ერიკ ბინა (ინგლ. Eric Bina; დ. 25 ოქტომბერი, 1964, შამპეინი, ილინოისი, აშშ) — ამერიკელი პროგრამისტი, Mosaic-ის თანაავტორი მარკ ანდრისენთან ერთად და Netscape-ის თანადამფუძნებელი.[3]

ერიკ ბინა სწავლობდა ილინოისის შტატის უნივერსიტეტში, სადაც 1986 წელს კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრის და 1988 წელს მაგისტრის ხარისხი მიიღო. უნივერსიტეტთან არსებულ სუპერკომპიუტერების აპლიკაციების ეროვნულ ცენტრში (NCSA) პროგრამისტად მუშაობისას ბინა მარკ ანდრისენთან ერთად გახდა Mosaic-ის პირველი ვერსიის ავტორი. ბინა 1994 წელს, მსოფლიო ქსელის პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე, დასახელდა მსოფლიო ქსელის დიდების დარბაზში შეყვანილ პირველ ხუთეულში.

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]