შარურო-დარალაგეზის მაზრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რუკა

შარურო-დარალაგეზის მაზრა (რუს. Шарур-Даралагезский уезд; სომხ. Շարուր-Դարալագյազի գավառ; აზერ. Şərur-Dərələyəz qəzası) — ყოფილი ერევნის გუბერნიის მაზრა (ადმინისტრაციული ერთეული) რუსეთის იმპერიის მმართველობის დროს. მისი ადმინისტრაციული ცენტრი იყო სოფელი ბაშ-ნორაშენი (შარური).[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაზრას ტერიტორია 1828 წლამდე იყო ირანის ერივანისა და ნახიჩევანის სახანოების ნაწილი, შემდგომში თურქმენჩაის ხელშეკრულების თანახმად, ეს ტერიტორიები ანექსირებული იქნა რუსეთის იმპერიის მიერ. 1828 წლიდან 1840 წლამდე, იგი ადმინისტრაციულად იყო როგორც სომხური ოლქის ნაწილი.[2] 1844 წელს კვლავ შეიცვალა მდგომარეობა და ამჯერად შარურო-დარალაგეზის მაზრას ტერიტორია შეადგენდა ტფილისის გუბერნიის ნაწილს. 1849 წელს შეიქმნა ერივანის გუბერნია, რომელიც ტფილისის გუბერნიისსგან დამოუკიდებელი იყო. მისი ტერიტორია მოიცავდა ხუთ მაზრას. ადმინისტრაციული რეფორმების შემდეგ, ნახიჩევანის მაზრას ჩრდილოეთ ნაწილი გამოეყო 1870 წელს და გადავიდა ახლად შექმნილი შარურო-დარალაგეზის უეზდის შემადგენლობაში.[3] 1918-1920 წლებში უეიზდის ტერიორია სადავო გახდა სომხეთის პირველ რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის.[4] 1920 წელს საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, უეეზდის ტერიტორია დაიყო ნაწილებად. დარალაგეზი გახდა სომხეთის სსრ-ის ნაწილი და შარური გახდა მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებების შესაბამისად აზერბაიჯანის სსრ-ის ნახიჩევანის ასსრ-ის ნაწილი.[4][5]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1897 წლის რუსეთის იმპერიის აღწერის მონაცემებით, შარურო-დარალაგეზის უეზდის მთლიანი მოსახლეობა 76 538-ს ადამიანს შეადგენდა, მათგან 51 560 იყვნენ თათრები (თანამედროვე აზერბაიჯანელები; 67,4%), სომხები შეადგენდნენ 20 726 -ს (ან 27.1% -ს) და ქურთები 3 761 -ს (ან 4,9%).[6] რაიონის უდიდეს ქალაქს წარმოადგენდა კეშიშქენდი (დღევანდელი ეღეგნაძორი), სადაც მთლიანობაში 1 307 მოსახლე იყო. რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, სოფელ ბაშ-ნორაშენში, სადაც საერთო ჯამში, 867 ადამიანი ცხოვრობდა, აქედან 597 (ან 68,8%) თათარი იყო, 132 (ან 15,2%) სომეხი, 90 (ან 10.3%) ქურთი და 31 ( ან 3,5%) აღმოსავლეთ სლავები (რუსები, უკრაინელები და ბელარუსები).[7] სომხები ძირითადად კონცენტრირებულნი იყვნენ მთიანი დარალაგეზის ტერიტორიაზე, ხოლო შარურის დაბლობზე ძირითადათ ცხოვრობდნენ თათრები. დარალაგეზის მოსახლეობა ძირითადად მეცხოველეობით იყო დაკავებული, ხოლო შარურის მოსახლეობა სოფლის მეურნეობითა და მებაღეობით. გუბერნიის ამ ნაწილში წარმოება არ განვითარებულა. ამ უეზდში მდებარეობდა, სულ 47 მეღვინეობის საწარმო, 299 წისქვილი, 89 ბამბისა და 4 ბრინჯის ქარხანა.[8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tsutsiev, Arthur (2014). Atlas of the Ethno-Political History of the Caucasus. New Haven: Yale University Press, გვ. 59. ISBN 9780300153088. 
  2. Bournoutian, George A. (1992). The Khanate of Erevan Under Qajar Rule, 1795-1828. Mazda Publishers, გვ. 26. ISBN 9780939214181. 
  3. Административно-территориальные реформы на Кавказе в середине и во второй половине XIX века ru.
  4. 4.0 4.1 Tsutsiev, pp. 71–76.
  5. Договор о дружбе между Армянской ССР, Азербайджанской ССР и Грузинской ССР, с одной стороны, и Турцией - с другой, Заключенный при участии РСФСР в Карсе [Treaty of friendship between the Armenian SSR, Azerbaijan SSR, and Georgian SSR on one side and Turkey on the other, with the participation of the Russian SFSR in Kars] (in Russian). Archived from the original on 2007-04-24.
  6. 1897 Census, Sharur-Daralagezsky Uyezd Demoscope Weekly
  7. 1897 Census, Bash-Norashen Village Demoscope Weekly
  8. http://gatchina3000.ru/brockhaus-and-efron-encyclopedic-dictionary/114/114875.htm