ნატო მეტონიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნატო მეტონიძე
ნატო მეტონიძე.png
ნატო მეტონიძე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 2 ივლისი, 1972 (1972-07-02) (49 წლის)[1]
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
წარმოშობა თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველები
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 1977-დღემდე
ასოციაციები
ჯილდოები წინანდლის პრემია

ნატო მეტონიძე (დ. 2 ივლისი, 1972, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ჯაზ- და პოპ-მომღერალი, რომელიც ცნობილია გამორჩეული და ძლიერი ხმის ტემბრით.

საყოველთაო აღიარება მოიპოვა გია ყანჩელის თეატრალურ წარმოდგენაში „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“ მონაწილეობით. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა მის მიერ შესრულებული სიმღერა „საით მიდიხარ“ სპექტკლიდან „ხანუმა“.[2]

არის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის — „საფეხური პარნასისაკენ“ პრემიისა (1994) და წინანდლის პრემიის ლაურეატი (2003).[3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნატო მეტონიძე დაიბადა 1972 წლის 2 ივლისს თბილისში. დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1995 წელს.[4] 1977 წლიდან მღეროდა საბავშვო ანსამბლ „მზიურის” მესამე თაობაში.[2]

სტუდენტობის პერიოდში „მზიურის“ ორ წევრ გოგონასთან ერთად ჩამოაყალიბა ტრიო „ნატალი” და ჯაზ-კვარტეტი „3+1″. კვარტეტმა „3+1” მონაწილეობა მიიღო კონკურსში „საფეხურები პარნასისაკენ”, სადაც პირველი ადგილი დაიკავა. კონკურსისი შემდეგ იგი შეუდგა სოლო კარიერას. შემდგომში მონაწილეობა მიიღო კონკურსში „სლავური ბაზარი”, სადაც მე-3 ადგილი მოიპოვა.[4]

2002-2004 წლებში თანამშრომლობდა საპროდიუსერო კომპანია „არტ იმედთან“.[5] 2003 წელს, ნიკოლოზ რაჭველთან ერთად მონაწილეობდა გია ყანჩელის კინოსა და თეატრისათვის შექმნილი მუსიკის მიხედვით განხორციელებულ პროექტში „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“.[2]

2004 წელს, ნატო მეტონიძემ თბილისის ჯაზ-ფესტივალზე მსოფლიოში განთქმულ მესაყვირე კრის ბოტისთან ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულა, მათ შორის სტინგის კრის ბოტისთვის ნაჩუქარი ერთი სიმღერა.[6] 2010 წელს, მუსკომედიის თეატრში შეასრულა მარიას როლი დავით დოიაშვილის მიუზიკლში „მუსიკის ჰანგები”.[7]

2015 წელს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში განხორციელდა ნატო მეტონიძის, ნიკოლოზ რაჭველისა და დავით დოიაშვილის მორიგი ერთობლივი თეატრალიზირებული პროექტი „ინტროსპექცია“, რომელშიც მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობები და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მონაწილეობდა.[8] 2016 წელს პროექტმა დიდი წარმატება მოიპოვა ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში.[5]

ნატო მეტონიძეს საკონცერტო გამოსვლები ჰქონდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის — საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, საბერძნეთი, კოსოვო, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა.[5]

მიღებული აქვს საერთაშორისო პრიზები, მათ შორისაა მოსკოვის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „პარნასი“ და ვიტებსკის „სლოვაკეთის ბაზარი.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ვინ არის საქართველოში“, გვ. 332, თბილისი, ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, 2006 წელი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Нато Метонидзе спустя 12 лет выступит с сольным концертом. Новости-Грузия (24 ივნისი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-13. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2020.
  2. 2.0 2.1 2.2 ნატო მეტონიძე. Fortuna.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2020.
  3. საქართველოს პრეზიდენტმა „წინანდლის პრემია აღადგინა“. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური საიტი (18 ნოემბერი, 2014). ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2020.[მკვდარი ბმული]
  4. 4.0 4.1 4.2 ნატო მეტონიძე. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2020.
  5. 5.0 5.1 5.2 მომღერალი ნატო მეტონიძე. Conceptart.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აგვისტო 2020. ციტირების თარიღი: 18 აგვის5ო, 2020.
  6. „ნატო მეტონიძე“ (PDF). „ცხელი შოკოლადი“. nplg.gov.ge (#6). ივნისი, 2005. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |year=-ში (დახმარება)
  7. „მუსიკის ჰანგები“. მუსკომედიის თეატრი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2020.
  8. ნატო მეტონიძე - “INTROსპექცია - ამბავი ჩვენზე”. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო (1 ივლისი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-06. ციტირების თარიღი: 18 აგვისტო, 2020.