არტ-იმედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ART-იმედი — ყოფილი ქართული საპროდიუსერო კომპანია. იგი 2002 წელს ჩამოაყალიბა ბადრი პატარკაციშვილმა. კომპანიაში გაწევრიანდნენ მომღერლები, მუსიკოსები, კომპოზიტორები. ლეიბლის მოვალეობებში შედიოდა მის ქვეშ გაერთიანებული მუსიკოსებისა და მომღერლების შემოქმედების მართვა, მათი პრომოუშენი-პოპულარიზაცია. არტ-იმედმა რამდენიმე მასშტაბური პროექტი განახორციელა. მათ შორის იყო გია ყანჩელის მუსიკის საღამო ოპერის თეატრში, ნატო მეტონიძის შესრულებით, 4 ქართველი მომღერლის საღამო კლუბ „ტიფლისში“, კონცერტი ბათუმის სტადიონზე, ლელა წურწუმიას სოლო-კონცერტი და ა. შ.

კომპანია ქმედითუნარიანი ვერ აღმოჩნდა და 2004 წელს დაიშალა. ლეიბლის ხელმძღვანელობამ ამ მიზეზთა შორის თანხების არასწორი გადანაწილება დაასახელა. კომპანიაში უამრავი მომღერალი იყო გაწევრიანებული, რომელთაც უხდიდნენ ყოველთვიურ ფიქსირებულ ხელფასს, ფიჭურ ტელეფონებზე საუბრის გადასახადს და საწვავის ფულს. ამ მომღერლებში ჩადებული თანხიდან კი შემოსავალი მინიმალური იყო, რამაც გამოიწვია კომპანიის გაკოტრება.