ნარტას ლაგუნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნარტას ლაგუნა (ალბ. Laguna e Nartës ) — ადრიატიკის ზღვის ლაგუნა ხმელთაშუა ზღვაზე ალბანეთის ცენტრალურ სანაპიროზე . ნარტას ლაგუნა ვრცელდება ფლორას ყურის ჩრდილოეთით ოტრანტოს სრუტის აღმოსავლეთ სანაპიროზე და ზღვიდან გამოყოფილია ვიწრო სანაპირო ზოლით, რომელიც შედგება ალუვიური დიუნისგან . მისი ფართობია 41.8მ² მაქსიმალური სიღრმით კი 1.5მეტრი ფუტი.

იგი მდებარეობს Vjosa Wild River ეროვნული პარკის საზღვრებზე და აღიარებულია საერთაშორისო ფრინველთა და მცენარეთა ზონად . 2020 წლის მაისის მონაცემებით, მასში 3000 ფლამინგო ცხოვრობს. [1] იგი წარმოიქმნება მდინარე ვიოსას მყარი დინების დაგროვებით, რომელიც სათავეს იღებს პინდუსის მთებში ალბანეთისა და საბერძნეთის საზღვარის შუაში. [2]

ლაგუნას დაარქვეს სოფელ ნარტეს სახელი, რომელიც მდებარეობს ლაგუნის სამხრეთ სანაპიროზე. ლაგუნიში არის ორი კუნძული, რომლისგანაც ყველაზე დიდი ზვრნეცის კუნძულია. ხის საფეხმავლო ხიდი აკავშირებს მატერიკს კუნძულთან, სადაც მდებარეობს მე-VII საუკუნის მონასტერი. ლაგუნაზე მინიმუმ 34 800 გამოზამთრებელად წასული ფრინველის დათვლაა შესაძლებელი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hektor Pustina (May 12, 2020). „Flamingos flock to Albania lagoon amid coronavirus“. Associated Press.
  2. N.Pano, Pasuritë ujore të Shqipërisë.