ნანა ძაგნიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნანა ძაგნიძე
Fondation Neva Women's Grand Prix Geneva 11-05-2013 - Nana Dzagnidze.jpg
სახელი ნანა ძაგნიძე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1987 (1987-01-01) (31 წლის)
დაბადების ადგილი ქუთაისი, საქართველო
წოდება დიდოსტატი (2008)
ფიდე რეიტინგი 2570 (დეკემბერი, 2014)
მაქსიმალური რეიტინგი 2567 (მარტი, 2011)

ნანა ძაგნიძე (დ. 1 იანვარი, 1987) — ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი (2008). ოლიმპიური ჩემპიონი გუნდურ (2008) და პირად ჩათვლაში (2014).

ახალგაზრდული მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო ასპარეზზე ნანამ თავისი პირველ მნიშვნელოვან ტურნინზე დიდი წარმარტებით იასპარეზა, მოიპოვა რა ოქროს მედალი 1999 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 12 წლამდე გოგონათა შორის. 2003 წელს ძაგნიძემ უკვე 20 წლამდე გოგონათა შორის იპირველა, საბოლოო რეიტინგში კი ორი ქულით გაასწრო კონკურენტებს.

პროფესიონალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს ნანა დრეზდენის საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა გუნდური ჩათვლაში, საქართველოს ნაკრებში მასთან ერთად მაია ჩიბურდანიძე, ლელა ჯავახიშვილი, მაია ლომინეიშვილი და სოფიკო ხუხაშვილი ირიცხებოდნენ. ძაგნიძე ქართველთა გუნდის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო ქართული ჭადრაკის ლეგენდის მაია ჩიბურდანიძის შემდეგ.

2014 წელს ნორვეგიის ქალაქ ტრომსეში გამართულ 41-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ქალთა შორის ინდივიდუალურ ჩათვლაში საუკეთესოდ იასპარეზა, უკან მოიტოვა მსოფლიოს პირველი დაფა ქალებს შორის — ჩინელი ჰოუ იფანი და ოქროს მედალი მოიპოვა.[1]. ამავე წელს ნანამ ბილბაოში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატი მოიგო საჭადრაკო კლუბ ნონას შემადგენლობაში. კლუბმა, სადაც ძაგნიძესთან ერთად ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია და ნინო ბაციაშვილი ასპარეზობდნენ, ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონობა.[2]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნანა ძაგნიძე დაიბადა 1987 წლის 1 იანვარს ქუთაისში. ჭადრაკის თამაში 5 წლის ასაკიდან დაიწყო და თავიდანვე მრავალი წარმატება მოიპოვა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის ფაკულტეტზე. პარალელურად სწავლობდა თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, აქვს იურისტის დიპლომი.[3]

ჰყავს მეუღლე, ყოფილი მოჭადრაკე შალვა კაკულია, რომელთანაც 2011 წლის ივნისში დაქორწინდა. 2012 წლის დეკემბერში წყვილს შეეძინა ვაჟი, ნიკოლოზი.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]